ხმელთაშუა ზღვის სტილი (Mediterranean) სივრცეში მშვიდ და სასიამოვნო ატმოსფეროს განაპირობებს, რის გამოც დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე ინტერიერში. ეს სტილი შთაგონებულია ხმელთაშუა ზღვის შთამბეჭდავი პეიზაჟებით, ბუნების ულამაზესი სურათებით და ხმელთაშუა ზღვის რეგიონის კულტურით, აქ მცხოვრები ხალხის ცხოვრების წესითა და ტრადიციებით. ამიტომ ეს სტილი ნათელი, ფერადი ტონებით, ბუნებრივი მასალებით, ზღვის თემატიკის ნივთებითა და ბუნებრივი ქსოვილებით ხასიათდება. მისი დახმარებით შესაძლებელია საცხოვრებელში მყუდრო, თბილი, ესთეტიკურად დახვეწილი გარემოს შექმნა, რომელიც ჯანსაღი, ეკოლოგიური მასალებით იქნება მოწყობილი და ადამიანთა ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს. ხმელთაშუა ზღვის სტილის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ეს მიმდინარეობა სხვადასხვა სტილის არქიტექტურასა და დიზაინს ერგება, რის გამოც აქტუალობას არ კარგავს და წლების განმავლობაში ინარჩუნებს ტრენდულობას. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის ინტერიერს დაამშვენებს და მის უნიკალურობას მეტად გამოკვეთს.
ხელნაკეთი ქილა ცისფერი ელემენტებით
ხმელთაშუა ზღვის დიზაინში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხელნაკეთ, ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ ნივთებს და ზღვის თემატიკის აქსესუარებს, ამიტომ ინტერიერში ხშირად გამოიყენება ცისფერი, ლურჯი და თეთრი ფერები. მაგალითად, თიხისგან დამზადებული, თეთრი და ლურჯი ფერებით ხელით მოხატული ქილა, რომლის დეკორაცია ტალღების ასოციაციას ქმნის და ზღვის სანაპიროს გვაგონებს შესანიშნავი დანამატი იქნება ინტერიერში ხმელთაშუა ზღვის სტილის გასამდიდრებლად და მისი უნიკალური მახასიათებლების ხაზგასასმელად.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
კერამიკული დოქი ციტრუსის ელემენტებით
ხმელთაშუა ზღვის დიზაინში ციტრუსის ელემენტები განსაკუთრებით დომინირებს, რადგან ის გამოხატავს ლიმონის, ფორთოხლისა თუ გრეიპფრუტის ბაღებს, რომლებიც ამ რეგიონში მრავლადაა გავრცელებული. ასევე ამ სტილისთვის დამახასიათებელია ყვითელი ფერის ხშირი გამოყენება, რადგან ის ამ მხარისთვის დამახასიათებელ მზიან კლიმატთან, ზღვის სანაპიროებთან და სიცოცხლის სიყვარულთან ასოცირდება. იმისათვის, რომ თქვენი სივრცე ბევრად ფერადი, სასიამოვნო, თბილი და პოზიტიური გახადოთ, კარგი გადაწყვეტილება იქნება სივრცეში ყვითელი, ციტრუსის დეკორაციით გაფორმებული აქსესუარის განთავსება, რომელიც ფუნქციური ელემენტიც იქნება და თქვენი სუფრისა და სამზარეულოს გაფორმებაში დაგეხმარებათ.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
ბამბის დეკორატიული ბალიში
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხმელთაშუა ზღვის სტილისთვის დამახასიათებელია ბუნებრივი ქსოვილებისა და ეკოლოგიურად სუფთა ტექსტილის გამოყენება. ასევე, ამ ტიპის დიზაინში ხშირად გვხვდება მკვეთრი პრინტებით გაფორმებული ბალიშები, ფარდები, პლედები თუ სუფრები, რომლებიც ამ სტილისათვის დამახასიათებელ მთავარ ფერებშია გადაწყვეტილი, როგორიცაა თეთრი, ცისფერი, ლურჯი, ყვითელი, ტერაკოტისფერი და ე.წ. მიწის ტონები. ამას გარდა, დიდი ყურადღება ექცევა რბილი ავეჯის გაფორმებასა და კომფორტის უზრუნველყოფას. ამიტომ განსაკუთრებული უპირატესობით სარგებლობს დეკორატიული, ფერადი პრინტებით გაფორმებული ბალიშები, რომლებიც მოსახერხებელ, მყუდრო მოსასვენებელ სივრცეს ქმნის და ესთეტიკურადაც ალამაზებს დეკორს.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
კერამიკის თეფშები ზღვის თემატიკით
ხმელთაშუა ზღვის დიზაინში დიდი პოპულარობით სარგებლობს ზღვის თემატიკის აქსესუარები და დეკორაცია, რომელზეც თევზები, წყალმცენარეები თუ ზღვის სხვადასხვა ბინადარია გამოსახული. ამასთანავე, მნიშვნელოვანია რომ ინტერიერის ობიექტების უმრავლესობა ბუნებრივი მასალისგან იყოს დამზადებული. ამიტომ ზღვის თემატიკით გაფორმებული კერამიკის ჭურჭელი კარგი გადაწყვეტილება იქნება ამ სტილის ხაზგასასმელად და სასიამოვნო ატმოსფეროს შესაქმნელად. ამასთანავე ბუნებრივი ფაქტურის თეფშები, გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, შეგიძლიათ დეკორის სახითაც გამოიყენოთ და თქვენი სათავსოები თუ კედლები ლამაზად გააფორმოთ.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
ხის სკამი ჭილოფის ელემენტით
ხმელთაშუა ზღვის ინტერიერებში აქტუალობას არ კარგავს ხისა და ჭილოფის ავეჯი და აქსესუარები, რომლებიც სივრცის ბუნებრიობას და სიჯანსაღეს უსვამს ხაზს. ასევე ქმნის კომფორტულ გარემოს და დეკორაციას მრავალფეროვნებას მატებს. ხის ავეჯი ხელს უწყობს სივრცეში სიმყუდროვის და თბილი ატმოსფეროს შექმნასაც და გარემოს ბევრად მიმზიდველსა და სასიამოვნოს ხდის.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
რუბრიკის წარმდგენია Mysa