in

5 ფერი სამზარეულოსთვის, რომლებიც დიზაინერებმა წელს ახალი ტონალობებით ჩაანაცვლეს

სამზარეულოს ფერების ტენდენციები მუდმივად იცვლება. ერთ სეზონზე ძალიან ელეგანტურია მინიმალისტური სტილი სადა ფერებში, ხოლო მეორე სეზონზე მას ვარდისფერი ან ღია მწვანე ანაცვლებს. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში გასული სეზონის რამდენიმე ყველაზე პოპულარული ფერის შესახებ გიამბობთ, რომლებიც ახალმა ტენდენციებმა უკვე ჩაანაცვლა და იდეალურად მოერგება თქვენს სივრცესა და ინტერიერს.

მკვეთრი მწვანე შედარებით ღია ტონმა ჩაანაცვლა

დიდი ხნის განმავლობაში მკვეთრი მწვანე სამზარეულოს ფერს სამზარეულოში უამრავი ადამიანი იყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ “რთული” ფერია, განსაკუთრებით უხდება მარმარილოს ზედაპირებსა და ოქროსფერ აქცენტებს, რის გამოც ამ ფერზე მოთხოვნა არ წყდებოდა.

ამ სეზონზე მწვანე ფერის მუქი ტონი შედარებით ღია ფერმა ჩაანაცვლა, რომელიც ჩრდილებს რადიკალურად ცვლის და საოცნებო სამზარეულოს შექმნაში გვეხმარება. ამ ფერს აქვს დამამშვიდებელი და მყუდრო ეფექტი, რომლიც არა მხოლოდ ლამაზი საცხოვრებლის შექმნაში, არამედ სასიამოვნო განწყობის გაღვიძებაშიც გვეხმარებათ.

ხისფერი თეთრი ან კრემისფერი ფერებით ჩანაცვლდა

ხისფერი სამზარეულო, რა თქმა უნდა, ძალიან მიმზიდველი და ელეგანტურია. განურჩევლად იმისა, მიღებულია თუ არა ის საღებავებისა თუ ბუნებრივი მასალის გამოყენებით, ის ჩვენში ყოველთვის კომფორტულ და სასიამოვნო ემოციებს იწვევს, რის გამოც სამზარეულოს გეგმარირებისას ადამიანები ხშირად აჩერებენ მასზე არჩევანს.

თუმცა, ამ სეზონზე დიზაინერები გვირჩევენ, რომ ხე თეთრი ან კრემისფერი ტონალობებით ჩავანაცვლოთ, რომლებიც ინტერიერში ნეიტრალურ და რბილ აქცენტებს შემოიტანს. კრემისფერი სახლში თბილ ტონებს ქმნის, რაც საბოლოოდ, ჩვენს ხასიათსა და განწყობაზეც აისახება.

ნაცრისფერი მოვარდისფრო ფერებმა ჩაანაცვლა

ნაცრისფერი სამზარეულოები საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილი და ელეგანტური ინტერიერის ნიმუშად. ამიტომ, რა თქმა უნდა, ნაცრისფერი მთლიანად არასდროს გაქრება, თუმცა მის ჩასანაცვლებლად და სახლში ახალი განწყობების შემოსატანად დიზაინერები ძალიან ღია ვარდისფერ ტონალობებს გვირჩევენ.

ვარდისფერი შედარებით უფრო ღია და თბილი ფერია, რომელიც კლასიკურ ნაცრისფერ ინტერიერს უფრო თანამედროვე და მყუდრო გარემოთი ჩაანაცვლებს.

მკვეთრი თეთრი შედარებით თბილი ფერებით ჩანაცვლდა

თეთრი კლასიკური ფერია, რომელიც განსაკუთრებით მინიმალისტური სტილის სამზარეულოს უხდება. ხშირად ადამიანები არჩევანს მკვეთრ თეთრ სამზარეულოზე აკეთებენ, რომელიც საკმაოდ დახვეწილად გამოიყურება, თუმცა ამ სეზონზე დიზაინერები მის შედარებით თბილი ტონებით ჩანაცვლებას გვირჩევენ.

“თბილ ფერებში” ძალიან ღია ყვითელი, კრემისფერი ან მოვარდისფრო ტონალობები იგულისხმება, რომლებიც ერთი შეხედვით, თეთრს ძალიან ჰგავს, თუმცა ინტერიერს მარტივად აცოცხლებს და სამზარეულოს განახლებულ იერ-სახეს აძლევს.

მუქი ლურჯი ღია ცისფერმა ჩაანაცვლა

მუქ ლურჯ სამზარეულოზე უარის თქმა საკმაოდ რთულია, რადგან ეს ფერი ინტერიერს განსაკუთრებულ დახვეწილობას ანიჭებს. მართალია, დიზაინერები არ ფიქრობენ, რომ ლურჯის მიმართ მომხმარებლების სიყვარული და ერთგულება მთლიანად გაქრება, თუმცა ამ სეზონზე ისინი ლურჯის ღია ცისფერი ფერით ჩანაცვლებას გვირჩევენ.

ლურჯთან შედარებით ცისფერი უფრო ნაზი, რბილი და კომფორტული ფერია, რომელიც სიმშვიდისა და სიმსუბუქის განწყობას გვიქმნის. ღია ცისფერი იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სურს, რომ მუდმივად გამორჩეული და ელეგანტური სამზარეულო ჰქონდეს.

რემონტი საკუთარი ხელით — ქეთი მეფარიშვილის ინტერიერი საბურთალოზე

ფერადი ინტერიერი ლონდონში, რომელიც ახალგაზრდა მხატვარს ეკუთვნის