in

Kitchen & Living-ში ქალაქიდან გასვლის დიდი სამზადისი დაიწყო

ალბათ, ზაფხული ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია თავგადასავლების საძიებლად და ახალი გამოცდილების შესაძენად. აუცილებელი არაა, ეს ყოველთვის მოგზაურობას ან რაიმე ექსტრემალურს უკავშირდებოდეს — შეგვიძლია, სახლიდან გაუსვლელადაც შევიქმნათ შესაბამისი ატმოსფერო. მაგალითად, წარმოიდგინეთ ზაფხულის დასვენების კულინარიულ თავგადასავლად გადაქცევა… თუმცა ვიდრე ამას გააკეთებთ, სათანადოდ უნდა აღიჭურვოთ სამზარეულოსთვის საჭირო ყველა ნივთით. ამიტომაც 29 და 30 ივნისს Kitchen & Living-ში 50%-მდე ფასდაკლება იმოქმედებს სრულ ასორტიმენტზე. 

აღნიშნულ კამპანიასთან დაკავშირებით, 29 ივნისს, ვაჟა-ფშაველას ფილიალში სპეციალური ღონისძიებაც ჩატარდება. 12:00 საათიდან 19:00 საათამდე მისულ სტუმრებს დაუვიწყარი დროის გატარება შეუძლიათ, კერძოდ, Argentinian Steakhouse-ის შეფების კულინარიულ მასტერკლასებს დაესწრებიან და თავად დაწესებულებაც Gastronome-ის უგემრიელესი პროდუქციითა და სასმლით გაუმასპინძლდებათ.

ღონისძიებაზე საშუალება გექნებათ, დააგემოვნოთ Cipriani-ის Bellini. 1931 წლიდან Cipriani იტალიურ სტუმართმოყვარეობასთან და საუკეთესო გასტრონომიულ გამოცდილებასთან ასოცირდება. Bellini-ის ალკოჰოლური სასმელი, პროსეკოსი და ატმის პიურეს საუკეთესო შერწყმაა, რომელიც გამოირჩევა თავისი დაუვიწყარი არომატულობით.

„გაატარე ზაფხულის უქმეები ჩვენთან ერთად, განიტვირთე და მოემზადე ცხელი დასვენებისთვის. მოიმარაგე სახლის ნივთები საუკეთესო ფასდაკლებით და გადააქციე ზაფხულის დასვენება ნამდვილ კულინარიულ თავგადასავლად“, — აღნიშნავენ Kitchen & Living-ში.

ექსკლუზიურად kitchen and living-ში დაგხვდებათ NS product-ის „დო რე მი“-ს თამაშების საოცარი სამყარო. მხიარულების, შემოქმედებითობის და ესთეტიკის სინთეზი, რომელიც არა მხოლოდ გასართობ, არამედ ყველასთვის კარგად ნაცნობ თამაშების განსხვავებულ გამოცდილებას წარმოადგენს.

[R]

სანამ რემონტს დაიწყებთ… გეგმარებისა და დიზაინის მთავარი პრინციპები – მარიამ დემეტრაშვილის გზამკვლევი

5 კომპანია, რომელიც კარ-ფანჯრის მონტაჟისა და შეკეთების მომსახურებას გაგიწევთ