in

ბუნებასთან მჭიდრო კავშირით შექმნილი სახლი იაპონიაში

Alliance Group
Alliance Group

ეს სახლი — “KNIT House” — ნაგანოში, იაპონიაში მდებარეობს მთის ძირში არსებულ ფერდობზე, ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელი განაშენიანება სათავეს 1970-იანი წლებიდან იღებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი ქალაქის ცენტრთან ახლოსაა განთავსებული, ის ბუნებასთან მჭიდრო კავშირით არის უზრუნველყოფილი.

თუმცა, ტერიტორიის სამხრეთით მდებარე მაღალსართულიანი შენობები ამ მხრიდან ქმნის უცნაურ ხედს, ართულებს ბუნებრივ განათებაზე წვდომას და არღვევს კონფიდენციალურობას. მეორე მხრივ, აღმოსავლეთ მხარე გადაჰყურებს ულამაზეს მდინარეს და აქედან შესანიშნავი ხედი იშლება როგორც ქალაქზე, ასევე შორეულ მთებზე.

ბრტყელი და ხისტი სახურავი, ასევე სართულების საინტერესო განლაგება, ექსტერიერის თვალსაზრისით, მრავალფეროვან გამოცდილებას ქმნის — ღია სივრცე თანდათან ინტროვერტულით იცვლება.

 

არქიტექტურული ფირმა: UID Architects

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

ზაფხულის დაუვიწყარი განწყობა „Mon Chou“-ში – „DODO Designs“-ის ნამუშევარი ფალიაშვილის ქუჩაზე

როგორ შევარჩიოთ პრემიუმ-კლასის მაცივარი?