in

კოლონიალური ვილა მაროკოული შტრიხებით ტეხასში

Alliance Group
Alliance Group

ეს უმშვენიერესი ვილა, რომელიც ტეხასის შტატში მდებარეობს, 1920-იან წლებშია აშენებული და მისი ავტორი ცნობილი ადგილობრივი არქიტექტორი, ჰენრი ჩარლზ ტროსტია.

დღეს ეს სახლი ახალგაზრდა წყვილს ეკუთვნის, რომლებმაც მისი განახლება მოახდინეს. ამ ამოცანის შესასრულებლად კი მათ არქიტექტორ ანაბელ სელდორფს (Annabelle Selldorf), რომელმაც მთავარი ცვლილებები შიდა გეგმარებაში შეიტანა – პირველ სართულზე არსებული რამდენიმე პატარა ოთახი გაერთიანდა და ერთ დიდ სივრცედ იქცა, სადაც რამდენიმე მოსასვენებელი ზონა და პროფესიონალი შეფის სამზარეულო განთავსდა. ამ უკანასკნელს დიდი ზომის კუნძული ამშვენებს, რომელიც 6 პერსონას თავისუფლად იტევს.

ვილაში გვხვდება სრულიად საუცხოო და ორიგინალური დეკორი, რომელთა მოპოვებაში მეპატრონეებს დეკორატორი ჯეფრი ბილჰაბერი (Jeffrey Bilhuber) დაეხმარა. ეს არის ვინტაჟური და ანტიკვარული ნივთების სინთეზი თანამედროვე ხელოვნების ობიექტებთან, თურქულ და უზბეკურ ხალიჩებთან და გამოჩენილი არტისტების ნამუშევრებთან.

არანაკლებ შთამბეჭდავია შენობის ექსტერიერი, სადაც ულამაზესი ბაღია გაშენებული. გარე სივრცის დიზაინზე ლანდშაფტის დიზაინერმა – მედისონ კოქსმა (Madison Cox) იმუშავა, რომელმაც აქ მაროკოული შტრიხები გამოიყენა. გარე ავეჯი და აქსესუარები მარაკეშიდან არის ჩამოტანილი და ის ძალიან ჰარმონიულად არის შერწყმული ადგილობრივ სახასიათო სტილთან.

#Homeisინსპირაცია: დიზაინ იდეები სახლის ოფისის მოსაწყობად

კერძო სახლი თხინვალაში – ლევან ხარაშვილისა და თათა ფერაძის ინტერიერი