in

ფერთა გამორჩეული კომბინაციები სამზარეულოს დიზაინისთვის

ფერთა კომბინაცია სამზარეულოს დიზაინში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს და პასუხისმგებელია როგორც სივრცის, ასევე განწყობის შექმნაზე. ფერები არა მხოლოდ ინტერიერს უნდა შეესაბამებოდეს, არამედ უნდა აკმაყოფილებდეს ოთახის მახასიათებლებს და რა თქმა უნდა, სახლის მფლობელის გემოვნებას. დღევანდელ სტატიაში გიამბობთ ფერთა რამდენიმე კომბინაციის შესახებ, რომლებიც თქვენს სამზარეულოს კიდევ უფრო დახვეწილსა და გამორჩეულს გახდის.

კრემისფერი და ნაცრისფერი

ეს ორი ფერი გამოიყენება მინიმალისტური სამზარეულოს შექმნისთვის, რომელსაც ექნება ნეიტრალური ელფერები და მოერგება ნებისმიერი სტილის ავეჯი. ნაცრისფერსა და კრემისფერს ბევრი რამ აქვთ საერთო, მაგრამ აქვთ განსხვავებული ელფერები. მათი შერწყმისას მთავარია ტონები, პროპორციები და ტექსტურა კარგად შეარჩიოთ, რათა მიიღოთ ჰარმონიული და არა მოსაწყენი დიზაინი.

ლურჯი და თეთრი

კლასიკური კომბინაცია, რომელიც აახლებს ინტერიერს და აღძრავს სიმშვიდის განცდას. კომბინაცია ყველაზე მეტად ბუნებრივი განათების მქონე სამზარეულოებს შეესაბამება, დიდი ფანჯრებითა და მზის სხივების სიუხვით. თუ მზე საკმარისად არ ანათებს, უმჯობესია თეთრის შედარებით თბილი ტონის, მაგალითად სპილოსძვლისფრის შერჩევა.

მწვანე და ყავისფერი

ამ კომბინაციის ორივე ელემენტი ბუნებრივ ჩრდილებს ეკუთვნის. ისინი თბილი, ბუნებრივი და თვალისთვის სასიამოვნოა, რადგან კომფორტთან, სტაბილურობასთან და საიმედოობასთან ასოცირდება. ფერები იდეალურად ავსებენ ერთმანეთს, რადგან ერთი ენერგიით მუხტავს, ხოლო მეორე სიმშვიდით აბალანსებს.

ვარდისფერი და მწვანე

ელეგანტური და რომანტიკული კომბინაცია, რომელიც მოგვაგონებს ლამაზ ბაღს. სამზარეულოსთვის შეარჩიეთ ვარდისფრის ღია ტონალობა, რომელიც ასოცირდება საკვებთან და ასტიმულირებს მადას. თუ გსურთ ინტერიერში სითბოს დამატება, გამოიყენეთ ზეთისხილის ფერი მწვანე, ხოლო სიახლისთვის – პიტნის ფერები სცადეთ.

შავი, თეთრი და ნაცრისფერი

კონტრასტული პალიტრა სამზარეულოში შთამბეჭდავად გამოიყენება, ამ შემთხვევაში მთავარი აქცენტების სწორად განთავსებაა. რაც უფრო პატარაა ოთახი, მით უფრო ნათელი უნდა იყოს ის. ამას გარდა, სრულიად მონოქრომული პალიტრა შეიძლება არასასიამოვნოდ გამოიყურებოდეს, ამიტომ სჯობს რამდენიმე ნათელი აქცენტი დაამატოთ.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

სააბაზანოს ნიჟარის ოპტიმალური ზომები

საახალწლოდ მორთული მომხიბვლელი სახლი ინგლისში