in

კომპაქტ ლამინატი: თანამედროვე ინტერიერისთვის გამძლე და მრავალფუნქციური მასალა

დღესდღეობით, როდესაც ინტერიერის დიზაინი მკვეთრად ვითარდება, თანამედროვე მასალების გამოყენება აუცილებელია იმისთვის, რომ შევქმნათ არა მხოლოდ ესთეტიკურად მიმზიდველი, არამედ პრაქტიკული და გამძლე ავეჯი. კომპაქტ ლამინატი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მასალაა ინტერიერის დიზაინში. თავისი მრავალფეროვანი ვიზუალით, გამძლეობით და მოვლის სიმარტივით იგი სრულიად შეესაბამება თანამედროვე ცხოვრების სტილს.

კომპაქტ ლამინატი არის უმაღლეს წნევაზე დაპრესილი მასალა. ის შედგება მრავალი ფენისგან, რაც მის სიმტკიცესა და მდგრადობას უზრუნველყოფს. თავისი ვიზუალური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ის ხშირად ჰგავს ხის, ქვის და სხვა ბუნებრივ მასალებს, მაგრამ არის უფრო მტკიცე და გამძლე. მისი ორივე ზედაპირის დეკორატიულობა საშუალებას გვაძლევს, გამოვიყენოთ ის როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში.

განვიხილოთ კომპაქტ ლამინატის რამდენიმე უპირატესობა:

მტკიცე და გამძლე

კომპაქტ ლამინატი გამძლეა ფიზიკური დაზიანებების მიმართ, როგორიცაა ნაკაწრები, დარტყმები და სხვადასხვას სახის ზემოქმედება.

ტენიანობისადმი და წყლისადმი მდგრადობა

მასალის ზედაპირი სრულად დახურულია მელამინის დამცავი ფენით, რის გამოც წყალი ვერ აღწევს ლამინატის შიგნით. კომპაქტ ლამინატის ეს მახასიათებელი განსაკუთრებით კომფორტულს ხდის მას სხვადასხვა სივრცეში გამოსაყენებლად.

მაღალი ტემპერატურის მიმართ მდგრადობა

არ განიცდის დეფორმაციას სხვადასხვა ტემპერატურული ცვლილებების დროს.

ესთეტიკური მრავალფეროვნება

კომპაქტ ლამინატი ხელმისაწვდომია მრავალი სახის დიზაინში: ხის ტექსტურით, ქვის იმიტაციით, გლუვი, პრიალა და ა.შ.

მისი მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს  გამოვიყენოთ ის სხვადასხვა ტიპის ინტერიერებში – თანამედროვე, ინდუსტრიული ან კლასიკური სტილის მიხედვით.

ეკოლოგიურობა და ჰიგიენა

კომპაქტ ლამინატი მახასიათებლებით თითქმის ნატურალური და ხელოვნური ქვის მსგავსია. მასალის საიდუმლო მინერალი კორუნდია (ალმასის სინთეტიკური ანალოგი), რომლის ხარჯზეც, ზედაპირს არ გააჩნია ფორები, შესაბამისად, არ ტოვებს ჭუჭყსა და საკვების სუნს, მასში არ მრავლდებიან ბაქტერიები და მარტივია მოსავლელად. თანამედროვე კომპაქტ ლამინატი ხშირად მზადდება ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან. ის არის ქიმიური და ორგანული გამხსნელებისადმი მდგრადი.

კომპაქტ ლამინატი საშუალებას გვაძლევს, მივაღწიოთ სასურველ ესთეტიკას ინტერიერში ბუნებრივ მასალებთან დაკავშირებული ხარჯების გარეშე. ასეთი მრავალფეროვანი არჩევანიდან გამომდინარე, ის ნებისმიერი სივრცის დიზაინს უხდება.

კომპაქტ ლამინატი გვხვდება სხვადასხვა სახის ავეჯზეც, მათ შორისაა კარადები, მაგიდები, სკამები. განსაკუთრებით აღსანიშნია სამზარეულოს ზედაპირები, იქნება ეს მაგიდა, კუნძული თუ სხვა სამუშაო ზედაპირი. კომპაქტ ლამინატი ასევე გვხვდება საზღვაო და სატრანსპორტო სფეროში. ის იდეალურია კედლების მოსაპირკეთებლად, განსაკუთრებით სველი და მაღალი ტენიანობის პირობებში. ოფისებში და კომერციულ სივრცეებში კომპაქტ ლამინატი გამოიყენება სივრცეების დასაყოფად.

კომპაქტ ლამინატი საუკეთესოა ისეთ სივრცეებში გამოსაყენებლად, სადაც ნესტის დონე საშუალოზე მაღალია, ვინაიდან მასალა განსაკუთრებით კარგად იტანს ნესტს.

კომპაქტ ლამინატის მქონე ავეჯი ექსტერიერშიც ხშირად გამოიყენება, ის უძლებს მზის სხივებს, წვიმასა და უამინდობას. გამოიყენება საბავშვო მოედნებზეც, რადგან კარგად უძლებს ნაკაწრებს. სათამაშო მოედნები გარე კომპაქტური ლამინატით არის ერთადერთი, რომელიც უზრუნველყოფს ამ დონის გამძლეობას.

კომპაქტ ლამინატის ფასები ბაზარზე განსხვავებულია, რასაც განაპირობებს მისი ზომა, დაფერვის სახეობა და დიზაინი. 12 მმ-იანი 4მ, 20 სმ, 70 სმ-ზე ფორმატის ღირებულება, 1200 ლარიდან იწყება და მერყეობს 5000 ლარამდე.

მეორე ფორმატის ღირებულება, რომელიც გულისხმობს შემდეგ მონაცემებს – 4 მ, 20 სმ, 1.40მ-ზე, 3000 ლარიდან იწყება.

კომპაქტ ლამინატის უპირატესობები აყალიბებს მას საიმედო გადაწყვეტად როგორც კერძო, ისე კომერციულ სივრცეებში. ის დიდ კონკურენციას უწევს ბაზარზე არსებულ სხვა პროდუქტებს თავისი მახასიათებლებით. თუ ეძებთ მასალას, რომელიც მარტივად მოერგება თქვენს სივრცეს და შეინარჩუნებს პირვანდელ სახეს მრავალი წლის განმავლობაში, მაშინ კომპაქტ ლამინატი შესაძლოა სწორედ თქვენთვის არის.

Pirajean Lees-ის დიზაინით შესრულებული დუპლექსი ლონდონში

ჟაკ ადნე – დიზაინერი არტ დეკოსა და მოდერნიზმს შორის