კომპოზიტური შპალერი თანამედროვე ინტერიერის დიზაინში სულ უფრო მეტად გამოიყენება, რადგან იგი აერთიანებს ესთეტიკურ იერსახესა და ფუნქციურ უპირატესობას. ის იდეალური გადაწყვეტილებაა თუ ეძებთ მდგრად, მოსახერხებელ და ვიზუალურად შთამბეჭდავ მასალას თქვენი სივრცისთვის. კომპოზიტური შპალერის გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია სივრცეებში, სადაც მაღალი დატვირთვაა. თუმცა, აუცილებელია სწორად შესრულებული მონტაჟი და მასალის მოვლა, რათა მისი უნიკალური თვისებები მაქსიმალურად გამოიყენოთ. კომპოზიტური შპალერი მოიცავს რამდენიმე ფენას, მათ შორისაა:
საყრდენი ფენა – ამცირებს კედლის უთანასწორობას;
დეკორატიული ფენა – წარმოდგენილია ფერების და ტექსტურების ფართო სპექტრში;
დამცავი ფენა – ეწინააღმდეგება მექანიკურ დაზიანებებსა და ზედაპირის დაბინძურებას;
ულტრაიისფერი (UV) დამცავი ფენა.
განვიხილოთ კომპოზიტური შპალერის დადებითი და უარყოფითი მხარეები:
დადებითი მხარე
გამძლეობა
კომპოზიტური შპალერი გამოირჩევა მაღალი მდგრადობით მექანიკური დაზიანებების, ტენიანობისა და მზის სხივების მიმართ. იგი განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი სივრცეებისთვის, სადაც ზედაპირი ხშირად ბინძურდება.
ეკოლოგიურობა
მაღალი ხარისხის კომპოზიტური შპალერები ხშირად მზადდება ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, რაც უსაფრთხოს ხდის მათ გამოყენებას საცხოვრებელ სივრცეებში, მათ შორის საბავშვო ოთახებში.
დეკორატიული მრავალფეროვნება
კომპოზიტური შპალერები მრავალფეროვანი ტექსტურითა და დიზაინით არის ხელმისაწვდომი.
ადვილი მოვლა
ზედაპირის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპოზიტური შპალერი მარტივად იწმინდება ნესტიანი ტილოთი ან მსუბუქი საწმენდი საშუალებებით, რაც შესანიშნავია სამზარეულოსთვისა და აბაზანისთვის.
უარყოფითი მხარე
ფასი
კომპოზიტური შპალერები უფრო ძვირია, ვიდრე ტრადიციული ქაღალდის ან ვინილის შპალერები. თუმცა, მათი გამძლეობა ხშირად ამართლებს მაღალ ფასს.
მონტაჟის სპეციფიკა
აღსანიშნავია, რომ კომპოზიტური შპალერის კედელზე გაკვრა ხდება უწყვეტად. ამგვარი შპალერის სიგრძე 3.2 მეტრია, ხოლო სიგანე 50 მ. მისი მონტაჟი 2-ჯერ უფრო ნაკლებ დროს მოითხოვს, ვიდრე სტანდარტული შპალერის. კომპოზიტური შპალერის გაკვრისას კედელი უნდა იყოს სუფთა, გლუვი და მშრალი. ნესტიანი ან დაზიანებული კედლები საჭიროა შეკეთდეს და შეიფითხნოს. არსებობს კომპოზიტური შპალერის სპეციალური პროფილებიც, რომლებიც გაულესავ და შეუფითხნავ ზედაპირზე შეიძლება გადაიჭიმოს.
კომპოზიტური შპალერის გრძივი მეტრის ფასი 35 ლარია, ხოლო მონტაჟის ღირებულება 1 კვადრატული მეტრის მიხედვით, 30 ლარიდან იწყება.