in

კონცეპტუალური მაღაზია ცის ჭერით – Haight Clothing Store

Banner M2
Banner M2

Haight Clothing Store არის სან-პაულუში არსებული მოდის ბრენდი, რომლის სავაჭრო სივრცე ძველი შენობის რესტავრირებულ სახეს წარმოადგენს. პროექტის ავტორის თქმით, მთლიანი შენობა გააზრებული ლანდშაფტია, სადაც მნიშვნელოვანია განათებისა და სენსორული აღქმის სივრცესთან შერწყმა.

 

ბრენდის წარმომადგენლების არქიტექტურის მიმართ განსაკუთრებულმა ინტერესმა, როგორც გამოცდილება, აღმოაჩინო ახალი განზომილებები, განავითარა პროექტის თავისებურება, რაც ძირითადად განისაზღვრება სივრცული თანმიმდევრობით. შენობაში ერთმანეთის მიყოლებით გვხვდება ღია და დახურული ოთახები, რაც მომხმარებელს, მარტივ ფორმებსა და დეტალებში, მუდმივი ცვალებადობის განცდას უქმნის.

ძველმა შენობამ, რომლის სტრუქტურაც შეინარჩუნეს არქიტექტორებმა, განსაზღვრა ფასადის დიზაინი. ექსტერიერში არსებული ხისტი გეომეტირული ფორმების საპირისპიროდ, ინტერიერში ვხვდებით ცვალებად, ენერგიულ გადასვლებს, რაც გამოწვეულია განსხვავებული ოთახებითა და ინტერიერში ცის შემოჭრით. ოთახების ასეთი ლაბირინთული სტრუქტურა ქმნის საინტერესო მოგზაურობის განცდას, რომლის საბოლოო წერტილად ტანსაცმლის მოსასინჯი ოთახია წარმოადგენილი.

აღსანიშნავია, თუ როგორ მნიშვნელობას ანიჭებენ პროექტის ავტორები გარშემორტყმულ არეალსა და კომპანიის წარმომავლობას და როგორ თავისებურებებს აჩენენ ისინი დიაზინში.კედლების უხეში ტექსტურები ქალაქის პეიზაჟების ინტერპრეტაციაა, ხოლო მაღაზიაში ობიექტად გამოყენებული ქვიშა-ქვა, არის ქვიშის შეერთების ბუნებრივი პროცესი, რომელიც იმ სანაპიროს სიმბოლური გამოხატულებაა, საიდანაც მომდინარეობს Haight Clothing Store.

წყარო: Archdaily.com

“ოპუსი” – ზაჰა ჰადიდის ხელოვნების ნიმუში დუბაიში

ვილა სანტანი – ნუენდორფების მინიმალისტური საკურორტო სახლი