კრისტიანა მელისი და პაოლო კრეპეტი იტალიელი წყვილია, რომელიც იტალიის ერთ-ერთ ყოფილ სასახლეში ცხოვრობენ. ამ ადგილს Civita di Bagnoregio ეწოდება და მისი შექმნა ჯერ კიდევ ეტრუსკულ ცივილიზაციას უნდა დავუკავშიროთ. შემდეგ უკვე ამ სასახლეს რენესანსის ეპოქაში აქტიურად იყენებდნენ მდიდარი რომაელები, რათა ქალაქის სიცხესა და სანაპირო დაბლობების მალარიას გაქცეოდნენ.
რბილ ვულკანურ კლდეზე აშენებული სასახლე შორიდან უცნაურ კუნძულს ჰგავს. მას ცივილიზაციასთან მხოლოდ გრძელი, ვიწრო საფეხმავლო ხიდი აკავშირებს. ქუჩები და შენობები, რომლებიც მჭიდროდ არის ამ კლდეებში ჩაშენებული, ისე გამოიყურებიან, თითქოს ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალონ – თუმცა, ეს შეუძლებელია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საუკუნეების განმავლობაში მიწისძვრებმა და მეწყერმა ამ ადგილს ვერაფერი დააკლო.
პაოლო პირველად ქალაქს 1994 წელს ეწვია, მაშინ, როდესაც ის რომში ცხოვრობდა და მუშაობდა. ის დაიბადა ტურინში და გაიზარდა ვენეციაში, ამიტომ არ იცნობდა ლაციოს ამ რეგიონს. ამ ადგილმა მასზე მყისიერი გავლენა მოახდინა. პაოლომ დაინახა, რომ აქ ხელოვნება, სილამაზე, შრომა და სწავლა ერთმანეთს ერწყმოდნენ. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ აუცილებლად სჭირდებოდა მას ეს სასახლე და ამავე წლიდან დაიწყო 20 წლიანი რესტავრაცია.
ამ შენობებში პირველ შთაბეჭდილებას ახდენს ხელოვნების და არტეფაქტების სიმრავლე – ძველი და ახალი, წმინდა და საერო, ტრადიციული და უცნაური. “მე არ მჯერა კოლექციების”, – ამბობს პაოლო, რომელიც მხატვრების ოჯახიდან მოდის – რომლის ნამუშევრების დიდი ნაწილი კედლებზეა ჩამოკიდებული. ”მე მირჩევნია სილამაზის ქაოსი იყოს სახლში.”
ორი ძველი შენობიდან, კორტე, რომელშიც განთავსებულია ოთხი სასტუმრო ოთახი, ოდნავ უფრო თავშეკავებული ინტერიერისაა. რა თქმა უნდა, “ლა ბადესა” – მთავარი ოთახი, ბრწყინვალეა თავისი აბანოთი, წიგნების წყნარი კუთხითა და ღია ბუხრით ზამთრის თვეებისთვის. La Intrusa-ს, რომელსაც არგენტინელი მწერლის ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობის სახელი აქვს, გააჩნია დახვეწილი, შეღებილი ჭერი და აქ დგას შეშის ღუმელი. La Sonnambula გვახსენებს თეატრს თავისი დახვეწილი, მოჩუქურთმებული და მოხატული ჭერით. და La Scrittice-ში კი გვხვდება შავი და ვარდისფერი ყვავილების შპალერი, რომელიც გადმოტანილია ვირჯინია ვულფის ლონდონის სახლიდან.
სამზარეულოდან გზა პატარა ბაღში გადის, რომელიც ერთგვარი პირადი სივრცეა პაოლოსთვის და კრისტიანასთვის. აქაურობას დიასახლისი ხშირად იყენებს ჩაის/ყავის დასალევად ან მცირე ვახშმების მოსაწყობად.
ფოტოგრაფი: DAVIDE LOVATTI