in

შენობა-კოშკი ბრაზილიაში – Jacobsen Arquitetura-ს პროექტი

Alliance Group
Alliance Group

The NUBE-ს სახელით ცნობილი შენობა არქიტექტურული სტუდია Jacobsen Arquitetura-ს პირველი პროექტია, რომელსაც განსხვავებული, კოშკის მსგავსი აგებულება აქვს. იგი ბრაზილიაში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 5130 კვადრატული მეტრია. სხვა პროექტებისგან განსხვავებით, სადაც არქიტექტორები ცდილობდნენ, ფასადი და ინტერიერი ქალაქში უკვე არსებულ არქიტექტურულ სტილს მოერგოთ, ამ შემთხვევაში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ემუშავათ რაიმე ახალსა და განსხვავებულზე.

ამ პროექტში განზრახული იყო სტუდიის მიერ შექმნილი პროექტების ხელახალი ინტერპრეტაცია, საუკეთესო დეტალების აღება და გაერთიანება. თითოეული ბინა უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ შეექმნა შეგრძნება, თითქოს აქ მაცხოვრებელი ადამიანები ერთსართულიან სახლში ცხოვრობდნენ და არა მრავალბინიან კომპლექსში. არქიტექტორები მაქსიმალურად ცდილობდნენ, აეთვისებინათ გარშემო არსებული ლანდშაფტი, რათა პროექტს განსხვავებული და გამორჩეული ხედები ჰქონოდა ქალაქ სან-პაულუზე.

ყოველ სართულს ფასადზე აქვს პატარა გადახურული სივრცე, რომელიც ერთი მხრივ, ხელს უწყობს მაცხოვრებლების კონფიდენციალურობის დაცვას, მეორე მხრივ კი იცავს ბინებს მზის პირდაპირი და ცხელი სხივებისგან. ფასადის სხვა ნაწილებისთვის შეიქმნა ვერტიკალური მოდიფიცირებული ხის დეტალები, რომლებიც შენობას დამატებით ხიბლსა და ინდივიდუალიზმს უქმნიან.

შენობა 15 სართულს მოიცავს და აქვს დიდი ბაღი, რომელიც მთავარ ქუჩას უკავშირდება. შიდა სივრცეში მოსახვედრად აუცილებელია სასიამოვნო, სიმწვანით გარშემორტყმული შემოსასვლელი ნაწილის გავლა. პირველ სართულზე მოწყობილია აუზი, ლაუნჯ ზონა, საუნა და სხვა ტექნიკური სივრცეები.

 

 

არქიტექტურული სტუდია: Jacobsen Arquitetura

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

როგორ მოვაშოროთ ნაკაწრები ლამინატის იატაკიდან? – 3 მარტივი მეთოდი

ფინ იული – არქიტექტორი და დიზაინერი, რომელმაც აშშ-ში დანიური სტილი შემოიტანა