in

ინტერიერის დიზაინერის შესანიშნავი კოტეჯი კოტსვოლდსში

Banner M2
Banner M2

კოტსვოლდსში ამ მომხიბლავი კოტეჯის წინა მცხოვრებლებთან საუბარი რომ იყოს შესაძლებელი, ისინი ალბათ გაკვირვებულნი დარჩებოდნენ იმის გაგებით, რომ ასეთი სახლი, შეიძლება, ვინმეს სერიოზული სურვილის ობიექტი იყოს. პაწაწინა პროპორციებითა და პატარა ფანჯრებით (და ბოლო დრომდე შიდა აბაზანის გარეშე), მთელი თავისი 450 წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს აშკარად მოკრძალებული საცხოვრებელი იყო. თუმცა, XXI საუკუნეში კოტეჯის არასრულყოფილება მნიშვნელოვან ხიბლს წარმოადგენს და ის, რაც, შეიძლება, წინა თაობებისთვის უხერხულობას ქმნიდა, ახლა საოცრად რომანტიკულია. მისმა უახლესმა ბინადარმა, სტუდია Faeger-ის ინტერიერის დიზაინერმა – ვიქტორია ბარკერმა, რომელმაც სახლი 2017 წელს იყიდა, გემოვნებიანი რემონტი გააკეთა, რამაც სახლის ფარული სილამაზე წინა ფლანგზე წამოსწია.

კოტეჯი ერთ-ერთი პირველია, რომელიც პატარა სოფელ კინგჰემში აშენდა. „თავდაპირველად მინდოდა კოტეჯი ლონდონში მეყიდა“ – განმარტავს ის, „მაგრამ ძებნას განვაგრძობდი და როდესაც აქ აღმოვჩნდი, გადაწყვეტილება იმ დღესვე მივიღე.“

სახლი უნდა გამხდარიყო ადგილი, სადაც ვიქტორია და მისი პარტნიორი შაბათ-კვირას დასასვენებლად ივლიდნენ და მის გაქირავებასაც შეძლებდნენ, ამიტომ მეტი სივრცის შექმნა აუცილებელი იყო. უკანა ნაწილის პატარა გაფართოება მოიცავს კომპაქტურ სამზარეულოსა და აბაზანას. სხვენის ოთახი ორად გაყვეს და ორი საძინებელი მოაწყვეს. გასაოცარია, რომ პროექტის დასრულებას მხოლოდ შვიდი კვირა დასჭირდა.

ნაკლოვანებები, რა თქმა უნდა, ბოლომდე არ გამოსწორებულა, მაგრამ ამის აუცილებლობა არც არსებობდა. მაგალითად, სამზარეულო მცირე ზომისაა, მაგრამ კედლებისა და ჭერის გაფართოების საშუალებით, ვიქტორიამ იპოვა პრაქტიკული გადაწყვეტა, რომელიც სივრცეს კოტეჯურ შეგრძნებას ანიჭებს.

ავეჯის ძირითადი ნაწილი, მათ შორის დივანი და ორი საწოლი, ვიქტორიამ სპეციალურად ამ სივრცისთვის დააპროექტა. დანარჩენ სივრცეს ვინტაჟის, Ebay-ის აღმოჩენების ნაზავი და მემკვიდრეობით მიღებული ნივთები ავსებს.

კოტეჯი ქმნის იდილიას როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში. აქვე არის პაწაწინა ბაღი, ლამაზი მაგიდითა და სკამებით. ეს თბილ თვეებში საყვარელ ადამიანებთან ერთად გარეთ სადილობისთვის შესანიშნავი ადგილია. ზამთრისთვის კი სახლში არის უზარმაზარი ბუხარი, რბილი, ფუმფულა სკამები და ბალიშების გროვა.

ჩარლზ ზანას რჩევები დახვეწილი ინტერიერის შესაქმნელად

კურორტი შაორის ტბაზე – STIPFOLD-ის საკონკურსო ნამუშევარი