in

კრემისფერი ინტერიერში – 7 აქტუალური რჩევა მის გამოსაყენებლად

როგორ გავხადოთ კრემისფერი ინტერიერი მოდური და სახალისო? დღეს სწორედ ამ აქტუალური საკითხის შესახებ ვისაუბრებთ.

იყო დრო, როდესაც კრემისფერი ელფერები ინტერიერის დიზაინს განაგებდა. მათი პოპულარობის მიზეზი აშკარაა:

  • შესაფერისია ნებისმიერი ოთახისთვის;
  • მსუბუქი ტონები პატარა ოთახებს ვიზუალურად უფრო ჰაეროვანსა და ფართოს ხდის;
  • მათი დახმარებით სახლში მშვიდი და უსაფრთხო ატმოსფეროს შექმნა ადვილია;
  • მარტივად ერწყმის პალიტრის მრავალ ელფერს და მოქმედებს, როგორც ნეიტრალური ბაზა.

სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ, კრემისფერი მოულოდნელად დაქვეითდა: დიზაინერებმა ეს ფერი მოსაწყენად, ბანალურად და არამეტყველად მიიჩნიეს. პირველობა ჯერ აქტუალურმა ნაცრისფერმა, შემდეგ კი მოდურმა ბუნებრივმა ფერებმა – მწვანემ, ტერაკოტამ და ლურჯმა მოიპოვეს.

ინტერიერში ფერის შესატანად, კრემისფერი ტონების თვისებების გაუფასურება საჭირო სულაც არ არის, შეგიძლიათ სხვა გზით წახვიდეთ და პირიქით, სხვა ფერებს კრემისფრის დახმარებით გაუსვათ ხაზი.

  1. გამოიყენეთ კრემისფერი ჭერისთვის

ამ გადაწყვეტილებით ინტერიერის უმეტესობა მხოლოდ სარგებელს მიიღებს – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ჭერი საკმარისი სიმაღლით ვერ დაიკვეხნის. მუქ ტონებში გაფორმებულ კედლებთან ბეჟი საღებავი ჭერს უწონადობას, სირბილესა და კომფორტულობას სძენს.

  1. დაამატეთ შავი

დასავლელი დიზაინერები ინტერიერში მუქ ფერებს სულ უფრო ხშირად იყენებენ, ბევრი კი შავ ტონებზეც აკეთებს არჩევანს. კრემისფერთან ან მქრქალ ყვითელთან ისინი განსაკუთრებით ნაზად გამოიყურება და პირქუში სულაც არ ჩანს. არანაირი კონტრასტი – უბრალოდ მყუდრო და მოდური ატმოსფერო.

  1. შექმენით აქცენტის კედელი

კრემისფერი ინტერიერისთვის სიკაშკაშის დასამატებლად ეს ყველაზე მარტივი და სწრაფი გზაა. შეარჩიეთ ელფერები, რომლებიც კრემისფერს კარგად ეხამება: ლურჯი, მწვანე, ვარდისფერი.

  1. ჰორიზონტის ხაზს დაბლა

ნათელი ფერების აღქმა ბევრად უფრო ადვილია, როდესაც ისინი თვალის ხაზს ქვემოთ გამოიყურება. ასეთი გადაწყვეტის საშუალებით კრემისფერი ინტერიერი მყისიერად უფრო საინტერესო და აქცენტირებული გახდება.

  1. გადაიტანეთ ფერი ავეჯზე

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა ინტერიერში ფერის შემოსატანად და, იმავდროულად, კრემისფერი კედლების შესანარჩუნებლად. დიზაინერული საღებავები კარგია, რადგან მათ არაპროფესიონალი მღებავიც კი მარტივად უმკლავდება: არა მხოლოდ კედლების, არამედ ავეჯის გადაღებვა პრობლემას არ წარმოადგენს.

  1. დეტალების ძალა

ზოგადად, ოთახი მხოლოდ კედლები არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტერიერში ფერის დასამატებლად ბევრი გენიალური გზა არსებობს. მაგალითად, შეგიძლიათ საინტერესო ფერები გამოიყენოთ ინტერიერის დეტალებისთვის, როგორიც არის შიდა კარი, პლინთუსები, ფანჯრის ღიობები და ა. შ.

  1. ორიენტირდით ტექსტილზე

ეს შეიძლება იყოს კაშკაშა ხალიჩა იატაკზე, ფერადი აბაჟური ტორშერისთვის ან მაგიდის სანათისთვის, დეკორატიული ბალიშის და თუნდაც რბილი ავეჯის საფარი. ტექსტილზე ექსპერიმენტები სასიამოვნოა და ზოგჯერ მისი წყალობით შეგიძლიათ ექსპრესიულ შთაბეჭდილებას მიაღწიოთ.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

სახლი როგორც პატარა ოაზისი უდაბნოში – სალომე გულორდავას ნამუშევარი ლისზე

Kartell – იტალიური ბრენდის ისტორია