პროექტი, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, სტუდია STPFOLD-ის მიერ ერთ-ერთი კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნამუშევარია. საპროექტო დავალების მიხედვით, კონკურსანტებს უნდა შეექმნათ სასტუმროს კონცეფცია, რომელიც უნდა განთავსდეს საქართველოს მთიან რეგიონში, რაჭაში, შაორის ტბის სანაპიროზე.
აღნიშნულ დავალებას STPFOLD-ის გუნდი ჩვეული პასუხისმგებლობით მიუდგა და შედეგიც საკმაოდ საინტერესო გამოვიდა.
“რაჭაში წელიწადის ოთხივე სეზონი გამორჩეულად ლამაზია. შაორის ტბა დასახლებული პუნქტებისგან მოშორებულია, ინფრასტრუქტურა კი ნაკლებად განვითარებულია. არქიტექტურის ბუნებასთან ჰარმონიული შერწყმის ნაცვლად, ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეჩინა მკვეთრი ხილული საზღვარი კონტრასტული ჩარევით,”- გვიამბობს სტუდიის დამფუძნებელი, ბექა ფხაკაძე
პროექტის ავტორების თანახმად, უჟანგავი მეტალი წარმოადგენს, ერთგვარ, გამყოფს გარემოსა და არქიტექტურას შორის. შენობის ფასადი დახრილია სხვადასხვა მიმართულებით და ირეკლავს ოთხივე სეზონის უნიკალურობას.
სიმყუდროვის შესაქმნელად, არქიტექტურის ცივი ხასიათი, დაბალანსებულია ინტერიეში გამოყენებული ბუნებრივი ხით. მეტალის გარსს არღვევს ღიობები, რომლებიც წარმოადგენს ერთგვარ პორტალს ორ განზომილებას შორის.
საპროექტო ჯგუფი: ბექა ფხაკაძე, გიორგი ბენდელავა, გიორგი ზაკაშვილი, მაგდა ზანდარაშვილი, ნიკო მალაზონია, არჩილ თაკალანძე