in

რას ნიშნავს კვადრატულად დარგვის მეთოდი, რომელსაც მებაღეობაში იყენებენ?

ლამაზი და ჯანსაღი ბაღის შესაქმნელად მნიშვნელოვანია, რომ კომპეტენტურად მივუდგეთ არა მხოლოდ მცენარეების შერჩევის, არამედ მათი დარგვის პროცესსაც. იმისთვის, რომ მცენარე კარგად დაფესვიანდეს, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, დაწყებული მზის შუქის რაოდენობით, დამთავრებული ნიადაგის მდგომარეობამდე.

მცენარეების შეძენამდე სასურველია კონსულტაციის გავლა ლანდშაფტის ექსპერტებთან. თითოეულ მცენარეს განსხვავებული მოთხოვნები აქვს, ზოგიერთ მათგანს ჩრდილი მოსწონს, ზოგი მზის სხივების გარეშე კვდება და ასე შემდეგ.

დარგვის პროცესს დიდწილად მცენარის ფესვთა სისტემის ტიპი განსაზღვრავს. არსებობს ე.წ ZRS ნერგები, რაც ნიშნავს, რომ მცენარეს დახურული ფესვები აქვს და ის კონტეინერში იყო მოყვანილი. ასეთი მცენარეების გადარგვა შედარებით მარტივია და მხოლოდ ფესვის ნიადაგში მოთავსებაა საჭირო. როგორც წესი, ნერგების გადარგვა წელიწადში ერთხელ ხდება და სიხშირე კონკრეტულ სახეობაზეა დამოკიდებული.

ნერგების მომზადების პროცესში უნდა გაითვალისწინოთ რომ მათი დარგვა რამდენიმე განსხვავებული მეთოდის მიხედვით ხდება. დღევანდელ სტატიაში გიამბობთ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდის შესახებ, რომელსაც კვადრატულად დარგვის პრინციპსაც უწოდებენ.

ამ დროს ნიადაგი რამდენიმე კვადრატად იყოფა, ხოლო ნერგები კვადრატების კუთხეებში თავსდება. შედეგად, მცენარეები ერთმანეთთან დისტანციით იზრდება და მათი ფესვები ერთმანეთს ხელს არ უშლის განვითარებაში, ხოლო სივრცეში, რომელიც მათ შორის რჩება, შესაძლებელია პატარა ჯიშის ყვავილების ან სხვა მცენარეების დათესვა.

ამგვარი კვადრატების ფართობი სტანდარტულად 30 სანტიმეტრია, თუმცა ზომები კონკრეტულ მცენარესა და ნიადაგზეა დამოკიდებული და შესაძლოა, ბევრად უფრო დიდი ფართობიც მოითხოვოს. კვადრატული დანერგვის მეთოდი განსაკუთრებით პოპულარულია ბოსტნეულისა და მწვანილების მოსაყვანად.

იმის გარდა, რომ მცენარეები დისტანცირებულად ვითარდებიან, ისინი გამოყოფენ სხვადასხვა ბუნებრივ ნივთიერებებს, რომლებსაც საკვებად იყენებენ, რაც იწვევს სასუქისა და სხვა დანამატების ხარჯების შემცირებას.

ასე რომ, თუ ეზოში პატარა ბაღის გაშენება გსურთ, ექსპერტები სწორედ ამ მეთოდის გამოყენებას გირჩევენ, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი მცენარეების, ყვავილების, ბოსტნეულისა და მწვანილების მარტივად მოყვანაში და მაქსიმალურად შეამცირებს მათი გახმობისა და დალპობის რისკებს.

პირველად საქართველოში: უძრავი ქონების აგენტების ატესტაციის პროცესი დაიწყო

ფერადი ქსოვილებითა და ანტიკვარული ნივთებით შექმნილი მყუდრო ინტერიერი ამერიკაში