in

ყველაფერი, რაც Airbnb-ზე ბინის გაქირავების შესახებ უნდა ვიცოდეთ

მზად ხართ თქვენი სახლი მსოფლიოს გაუზიაროთ და დამატებითი შემოსავალი მიიღოთ? მაშინ გაეცანით Airbnb-ის მასპინძლად გახდომის საფუძვლებს ჩვენი სახელმძღვანელოს მეშვეობით.

პირველ რიგში, გეტყვით, რომ Airbnb-ზე ყველანაირი ტიპის სახლის ნახვაა შესაძლებელი, რაც მიუთითებს შემდეგზე – აუცილებელი არაა პენტჰაუსს ფლობდეთ იმისთვის, რომ სახლის გაქირავება შეძლოთ. არ აქვს მნიშვნელობა, სახლი ზღვის ხედით გაქვთ, თუ გადატვირთული ქალაქის ხედით, 200 კვ.მეტრია თუ 20 – მთავარი თქვენი სურვილია.

და თუკი ფიქრობთ, რომ მზად ხართ ამ ნაბიჯის გადასადგმელად, მაშინ რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ:

ჩაატარეთ მოკვლევა

საკმაოდ ბევრ ქალაქში მოქმედებს გარკვეული წესები დარჩენის ხანგრძლივობის შესახებ ან საჭიროებს სპეციალურ რეგისტრაციას სახლის გაზიარების დროს. გირჩევთ შეამოწმოთ ადგილობრივი რეგულაციები თქვენს მეზობლად ან თქვენს შენობაში მოკლევადიანი გაქირავების შესახებ. Airbnb-ის ფართო რესურსი მასპინძლებისთვის გაამარტივებს თქვენი რეგიონის მითითებების გაგებას და ნავიგაციას.

მოამზადეთ თქვენი სახლი

კეთილმოწყობილია სახლი? არის მასში საკმარისი განათება და სათავსოები სტუმრების ნივთების შესანახად? არსებობს საპნები და სააბაზანოს სხვა საჭირო ნივთები, თეთრეული და პირსახოცები? დარწმუნდით, რომ თქვენი სახლი სრულყოფილადაა აღჭურვილი ამ ყველაფრით. ხოლო შემდეგ უკვე (თუ სურვილი გაქვთ) იმაზე იზრუნეთ, რომ სახლი კიდევ უფრო გაალამაზოთ, მაგალითად: დადოთ ყვავილები მაგიდაზე, დატოვოთ ღვინის ბოთლი და ა.შ

გახადეთ თქვენი სახლი მიმზიდველი

მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ წარმოაჩენთ თქვენს სახლს, ამიტომაც პრეზენტაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. არ ინერვიულოთ, თუ თქვენი სახლი შუა საუკუნეების თანამედროვედ გაწყობილი აპარტამენტი არ არის. მიწისქვეშა საცხოვრებლებიც კი შეიძლება დაიჯავშნოს თვეების განმავლობაში, თუკი სწორად უღებთ მათ ფოტოს. გაითვალისწინეთ, რომ ფოტოები სახლს ბუნებრივი განათების ფონზე უნდა გადაუღოთ და რამდენიმე სხვადასხვა კუთხიდან. დარწმუნდით, რომ სივრცის ყველა ღირსშესანიშნავ ნაწილს უღებთ ფოტოს და წარმოაჩენთ მას სათანადოდ.

განსაზღვრეთ გაქირავების ფასი სწორად

2021 წლის აპრილის მონაცემებით, საშუალო წლიური შემოსავალი თითო მასპინძელზე დაახლოებით 9,600 აშშ დოლარია. პლატფორმის ფართო სპექტრისა და რეგიონული ეკონომიკის მიუხედავად, გადაწყვეტილების მიღება, თუ როგორ უნდა შეაფასოთ თქვენი ადგილი, სირთულეს არ წარმოადგენს. შეგიძლიათ გაეცნოთ Airbnb–ის სახელმძღვანელოს ფასების სტრატეგიების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს, როგორიცაა დაჯავშნის დრო, სეზონურობა და მიმოხილვის ისტორია. მასპინძლებს შეუძლიათ შეცვალონ ადგილის ტარიფები ნებისმიერ დროს და აირჩიონ, თუ როგორ და როდის სურთ გადახდა.
დამატებითი რეკომენდაციები ბინის Airbnb-ზე გასაქირავებლად შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს შემდეგ სტატიებში:

ჭერში გაკეთებული ფანჯრის დიზაინის იდეები

XVI საუკუნეში აშენებული სახლის რეკონსტრუქცია – Germano de Castro Pinheiro Arquitectos-ს ნამუშევარი