პორტმეირიონი 1960 წელს ლეგენდარულმა ჭურჭლის დიზაინერმა – სუზან ვილიამს-ელისმა დააარსა თავის ქმართან – ივან კუპერ-ვილისთან ერთად. მისი მამა არქიტექტორი იყო და სუზანი ხელოვანთა გარემოცვაში იზრდებოდა. იგი სხვადასხვა სფეროში ხედავდა როგორ აღწევდნენ პროფესიონალები ფორმის, ფუნქციისა და პრაქტიკულობის სინთეზს. სუზანი 2007 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი შემოქმედების ფილოსოფია დღესაც ცხოვრობს კომპანია პორტმეირიონის სხვადასხვა ჭურჭელში.
“ყოველთვის მინდოდა ჭურჭლის კომპანია მქონოდა. ჩემი მეუღლე თავიდან ცოტა შეშინებული იყო ამ იდეით. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ფერთა მრავალფეროვნება, სიკაშკაშე და დიზაინი იმდენად სასიამოვნობა, რომ შესაძლებელია საინტერესო, კარგ ბიზნესად იქცეს” – ამბობდა სუზანი.
პორტმეირიონი დღეს პრემიუმ ხარისხის ინგლისური ჭურჭლის ბრენდია, რომელიც 9 ნოემბრიდან უკვე ქართველი მომხმარებლებისთვისაც არის ხელმისაწვდომი. ბრენდის ჭურჭელი მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში იყიდება და აქვს ბევრი განსხვავებული კოლექცია.
ჩვენმა ერთგულმა მკითხველებმა იციან, რომ ჟურნალი Homeis.ge მუდმივად ცდილობს მოიძიოს საინტერესო შეთავაზებები საკუთარი აუდიტორიისთვის. ამასთან დაკავშირებით, დღეს ჩვენ გთავაზობთ პორტმეირიონის “ბოტანიკური ბაღის” (“Botanic garden) კოლექციის თეფშებს, რომელთა შეძენა კომპანიის ონლაინ Facebook და Instagram გვერდების მეშვეობით არის შესაძლებელი:
თეფშების ნაკრები 6 პერსონაზე – 390 ლარი (1 თეფში 73 ლარი)
თეფშის დიამეტრი 20სმ
თეფშების ნაკრები 4 პერსონაზე – 960 ლარი
პურის ან დესერტის თეფშის დიამეტრი – 16.3სმ
წვნიანის თეფშის დიამეტრი – 16.5სმ