in

La Casa Morla — მყუდრო სახლი ჩილეს პატარა სანაპირო ქალაქში

Alliance Group
Alliance Group

La Casa Morla მდებარეობს ჩილეში, მატანსასში — პატარა სანაპირო ქალაქში, რომელიც წყლის სპორტისთვის საჭირო გარემო პირობებით არის უზრუნველყოფილი. იქიდან გამომდინარე, რომ სახლი გასაქირავებლად არის განკუთვნილი, პროექტის ავტორებს შეზღუდული ბიუჯეტით მუშაობა მოუწიათ.

120 მფართობის მქონე სახლი საცხოვრებელ სივრცეს, სასადილო ოთახს, სამზარეულოს, სამ საძინებელს, ორ სველ წერტილს, საკუჭნაოებს, სარდაფს და ტერასას აერთიანებს.

პროექტის ავტორების მიზანი იყო ისეთი საცხოვრებლის დაპროექტება, რომელიც ექსტერიერთან მის ურთიერთობას ეფუძნებოდა. ეს უკანასკნელი კი განისაზღვრება ირგვლივ არსებული გარემოსთვის დამახასიათებელი უნიკალური პირობებით: ხედი წყნარ ოკეანეზე, სამხრეთის ძლიერი ქარი, ინტენსიური დასავლეთის მზე.

ექსტერიერის ერთ მხარეს გამოიყენება შავად შეღებილი ფიჭვის ხე, ხოლო მეორე ფასადზე — ლამინირებული ხის სტრუქტურა. პირველი მათგანი გამოყენებულია ინტერიერში, რაც ექსტერიერის ხაზგასმასთან ერთად, სინათლის, ანარეკლებისა და ჩრდილების ინტენსივობის დაბალანსების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, წარმოიქმნება კონტრასტი სიკაშკაშესა და ნახევარჩრდილებს შორის — შავი ინტერიერი, დაფარული ფანჯარა ჭერში, ღია კიბე, მისაღები ოთახის გასაგორებელი კარი და თეთრი ჭერი ამ მიზნის მიღწევას შესაძლებელს ხდის. სახლის გამოყენების მოქნილობისა და მისი ზედაპირის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით კი სივრცეები მრავალფუნქციურია.

 

არქიტექტურული ფირმა: Stanaćev Granados

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა შეირჩეს პრემიუმ-კლასის საყოფაცხოვრებო ტექნიკა?

ინტერიერით გადმოცემული მრავალფეროვანი ინდივიდუალიზმი – ინტერვიუ ნინო ყავლაშვილთან