in

12 ადგილი თბილისში, სადაც ლამინირებული და ხის იატაკის საფარს შეიძენთ

სწორად შერჩეული იატაკის საფარი ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს ინტერიერის საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში. გარდა იმისა, რომ ის სივრცეს ერთიან იერსახეს ანიჭებს, ქმნის საცხოვრებლის ზოგად ატმოსფეროს და განსაზღვრავს მის ხასიათს. სწორი და ხარისხიანი საფარი რემონტის მდგრადობასა და მის ხანგრძლივ მოხმარებას განაპირობებს. დღესდღეობით მომხმარებლები ძირითადად ლამინირებულ იატაკსა და ხის პარკეტს ანიჭებენ უპირატესობას და მათ მოთხოვნად პროდუქტებად ასახელებენ. თითოეულ მათგანს თავისი მახასიათებლები აქვს და ადამიანებიც საკუთარი გემოვნებისა და ფასის გათვალისწინებით ირჩევენ მათთვის შესაფერის ვარიანტს. დღეს გაგაცნობთ იმ მაღაზიების ჩამონათვალს, სადაც მარტივად მოიძიებთ თქვენთვის სასურველი იატაკის საფარის მოდელს, რაც შედარებით გაგიმარტივებთ სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას.

1. პარკეტ სერვისი – დანი 

დანი“, რომელიც წარმოადგენს ყოფილ კომპანია – „პარკეტ სერვის ჯე“-ს, საქართველოს ბაზარზე 2000 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მომხმარებელს არაერთ საინტერესო სიახლესა და მრავალფეროვან პროდუქტს სთავაზობს.  შოურუმში დაგხვდებათ ევროპული ქვეყნების მიერ წარმოებული პროდუქცია და მათ შორის ისეთებიც, რომელთაც მხოლოდ აქ შეხვდებით. კომპანია მომხმარებელს უზრუნველყოფს მასიური და მრავალშრიანი პარკეტით, განსხვავებული დიზაინის ლამინირებულ იატაკით და სხვადასხვა აქსესუარებითა თუ დამატებით საშუალებებით, რაც სახლის კეთილმოწყობისას დაგჭირდებათ.

2. პარკეტი N1

თუ უპირატესობას ხის იატაკს ანიჭებთ, მაშინ აუცილებლად უნდა მოინახულოთ “პარკეტი N1“-ის  შოურუმი, სადაც დაგხვდებათ პარკეტისა და ხის იატაკის მრავალფეროვანი კოლექცია, ლაქ-საღებავები, წებო და ყველაფერი, რაც მისი დაგებისათვის დაგჭირდებათ. ამასთანავე, კომპანია შესაბამის მომსახურებასაც გთავაზობთ და იატაკის ზედაპირის მონტაჟს, მოხვეწას, მოპირკეთებას უზრუნველყოფს. მაღაზიის თანამშრომლები კი ნებისმიერ მომხმარებელს მისთვის სასურველი მოდელის შერჩევაში დაეხმარებიან.

3. იდეალი

იდეალი” წარმოადგენს სავაჭრო ცენტრს, რომელიც 2004 წლიდან მომხმარებელს სარემონტო – მოსაპირკეთებელი მასალებით უზრუნველყოფს. შოურუმში არსებული არაერთი პროდუქტისა, რომელიც სახლის კეთილმოწყობაში დაგეხმარებათ, მაღაზიაში დაგხვდებათ ლამინირებული იატაკისა და პარკეტის საინტერესო და ხარისხიანი მოდელები. ფასისა და გემოვნების შესაბამისად შერჩეული პროდუქცია კი თქვენს ინტერიერს გაალამაზებს და მას საბოლოო იერსახეს მიანიჭებს.

4. გერმანული სახლი 

გერმანული სახლი” კავკასიის ბაზარზე უკვე 19 წელია მოღვაწეობს და ქართველ მომხმარებელს გერმანული წამყვანი ბრენდების პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის ლამინირებული იატაკის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებლის, Krono-Original -ისა და ხის მასალების მრავალფეროვანი კოლექციის მქონე Cordes-ის ნაწარმს. შესაფერისი დიზაინისა და ფასის მოდელის მოძიებას მაღაზიის შოურუმში მარტივად შეძლებთ და ხარისხიანი იატაკის საფარის შერჩევის შედეგად, ხანგრძლივად შეუნარჩუნებთ თქვენს ინტერიერს პირვანდელ სახეს.

5. გლიმტრექსი 

კიდევ ერთი ადგილი, სადაც ლამინირებულ იატაკსა და პარკეტს შეიძენთ “გლიმტრექსია“, რომლის შოურუმში განსხვავებული ფერისა და დიზაინის იატაკის ზედაპირის მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი. სწორად შერჩეული პროდუქტი დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს ინტერიერის მომხიბვლელობასა და მდგრადობას. ამასთანავე, მისი დახმარებით სახლში ჰარმონიულ ან პირიქით კონტრასტულ აქცენტებს შექმნით და თქვენს საცხოვრებელს ბევრად უფრო მყუდროსა და მიმზიდველს გახდით.

6. Parkett.ge

საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან მოღვაწე კომპანია Parkett.ge, მომხმარებელს ხარისხიანი, მრავალფეროვანი პროდუქციით ანებივრებს და განსხვავებული დიზაინისა და ფერის იატაკის საფარის არაერთ საინტერესო პროდუქტს სთავაზობს. შოურუმში წარმოდგენილია ეკოლოგიურად სუფთა ხის, ლამინირებული იატაკი, საღებავები, ზეთები, ლაქები და სხვადასხვა აქსესუარი. ასევე, კომპანია უზრუნველყოფს პარკეტისა და ლამინატის დაგების, შეღებვის, მოხვეწის სერვისებს და სრულად ერგება თქვენს საჭიროებებს.

7. დომინო

ჰიპერმარკეტი “დომინო” კიდევ ერთი ადგილია, სადაც თქვენთვის სასურველ იატაკის საფარს შეარჩევთ. აქ ერთ დიდ სივრცეში დაგხვდებათ  ყველაფერი მშენებლობის, რემონტისა და მებაღეობისთვის, რათა მარტივად და კომფორტულად შეარჩიოთ სასურველი პროდუქტი და თქვენი საცხოვრებელი პრაქტიკულ, მყუდრო და მიმზიდველ სივრცედ აქციოთ. შოურუმში წარმოდგენილია პარკეტისა და ლამინატის არაერთი საინტერესო მოდელი, რომელსაც ადვილად შეუხამებთ თქვენს ინტერიერს.

8. ნოვა 

სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია “ნოვა“, სახლის კეთილმოწყობის პროცესს გაგიმარტივებთ და მას შედარებით უფრო კომფორტულსა და მოსახერხებელს გახდის. ეს არის სივრცე, სადაც არაერთ საინტერესო პროდუქტთან ერთად, იატაკის საფარის განსხვავებული მოდელები დაგხვდებათ. შოურუმში კი ადვილად შეძლებთ პარკეტისა თუ ლამინატის სასურველი დიზაინის შერჩევას.

9. მიჰაუსი  

ხარისხიანი პროდუქტის შერჩევა უამრავ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ამასთანავე, სასურველია ის მიმზიდველიც იყოს, რომ ინტერიერის დიზაინს ჰარმონიულად შეერწყას  და ის მეტად მომხიბვლელი გახადოს. იატაკის საფარი სივრცის ერთიან, მოცულობით ვიზუალს განაპირობებს, ამიტომ მას ყოველთვის დიდი ყურადღებით არჩევენ. კიდევ ერთი ადგილი, სადაც  თქვენთვის შესაფერის მოდელს შეარჩევთ სამშენებლო და სარემონტო მასალები ჰიპერმარკეტი “მიჰაუსია“.

10. ბრიკორამა

ფრანგული  ჰიპერმარკეტი “ბრიკორამა“, არაერთ მიმართულებას აერთიანებს, მათ შორის სამშენებლო – სარემონტო მასალებს, ელექტრობას, სანტექნიკას, სახლისათვის საჭირო სხვადასხვა აქსესუარსა და იატაკის მოსაპირკეთებელ პროდუქციას. ამიტომ, მარტივად და კომფორტულად ერთ სივრცეში ზედმეტი დროისა და ენერგიის ხარჯვის გარეშე შეარჩევთ თქვენთვის საინტერესო და სასურველ მოდელს, ინტერიერს კი მრავალფეროვან ვიზუალსა და სასიამოვნო განწყობას შესძენთ.

11. მოდუსი

რემონტის მიმდინარეობისას უამრავ დეტალზე გვიწევს ფიქრი – სად შევიძინოთ ყველა საჭირო მასალა თუ აქსესუარი, ისე, რომ პროდუქტის ხარისხთან ერთად, ჩვენი ინტერიერის სილამაზეც წარმოჩნდეს და კარგად ერგებოდეს მას. ეს ყველაფერი კი არც თუ ისე მარტივია. ამიტომ, ჰიპერმარკეტები, რომლებიც ყველა საჭირო ნივთს ერთ სივრცეში აერთიანებენ, ამ დროს იდეალური გადაწყვეტილებაა. ერთ-ერთი ასეთი ადგილი “მოდუსია“, სადაც სხვადასხვა აქსესუართან ერთად, იატაკისათვის საჭირო პროდუქციასაც მოიძიებთ.

12. გორგია 

სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები უამრავ ხარჯთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, მომხმარებლები ხშირად ცდილობენ შედარებით ბიუჯეტური პროდუქტი შეარჩიონ და ამით გარკვეული თანხები დაზოგონ. ერთ-ერთი ასეთი ჰიპერმარკეტი “გორგიაა”, სადაც თქვენთვის მისაღებ ფასად საინტერესო მასალას შეარჩევთ, მათ შორის იატაკის საფარსაც. ამიტომ, თუ ლამინატის ან პარკეტის დაგებას გადაწყვეტთ, ამ ადგილის მონახულება ნამდვილად ღირს.

რომელია სწორი ფერი ჩემი ინტერიერისთვის? – ფერის ფსიქოლოგების რჩევები

Braunas Residence — საოჯახო საზაფხულო სახლი ბრაზილიაში