ეს სახლი თავდაპირველად შაბათ-კვირის გასატარებლად იყო ჩაფიქრებული, თუმცა საბოლოოდ, პანდემიის პერიოდში იდეალურ თავშესაფრად იქცა.
„Studio Schicketanz“-ის არქიტექტორებმა ეს ნაგებობა ბიგ-სურის სანაპიროს ლანდშაფტის შთაგონებით შექმნეს. დამკვეთი ორშვლინიანი ოჯახია, რომელსაც ამ სახლის გამოყენება უქმე დღეებში სურდათ, თუმცა პანდემიამ მათი გეგმების კორექტირება მოახდინა და სახლი მუდმივ თავშესაფრად იქცა, სადაც შფოთიანი სიტუაციის კომფორტულად გატარება შეიძლება.
იმის მაგივრად, რომ კარანტინი ბინაში გაეტარებინათ, ოჯახმა ოკეანის ხედებითა და აუზით გაწყობილ გარემოში დასვენების საშუალება, ბავშვებმა კი ახალი სათამაშო ოთახი მიიღეს. სახლში ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობაა: დიდი სამზარეულო, სამუშაო კაბინეტი, რამდენიმე საძინებელი და ბუხრიანი შიდა ეზო.
პროექტის მთავარი მშვენება კი ოკეანის ხედებია, ის სახლის თითქმის ყველა ოთახიდან იშლება. არქიტექტორებმა შუშის ყველა ტიხარი გასაგორებელი ფუნქციით აღჭურვეს, რათა ბინადრებმა ოთახებში ოკეანიდან წამოსული ნიავის შემოშვება ნებისმიერ დროს შეძლონ.
მშენებლობისა და მოპირკეთებისათვის ბიურომ ადგილობრივი მასალები შეარჩია. მაგალითად, გრანიტი ბიგ-სურის მახლობლად, ჰოლლისტერშია მოპოვებული. გარდა ამისა, სახლის მთელი ფასადი ნეიტრალურ ფერებშია შესრულებული, რათა ნაგებობის იერი სანაპიროსთან მიმართებაში არ ყოფილიყო “ამოვარდნილი”, მითუმეტეს, რომ სახლი დასახლებული ადგილიდან მოშორებით, ბუნებაშია განმარტოებული.
შენობის ავტონომიურობისთვის „Studio Schicketanz“-ის არქიტექტორებმა „Tesla Power Walls“-ის მზის პანელები დააყენეს, რაც სახლის ელექტრო ენერგიით მომარაგებისა და ორი მანქანის დატენვის საშუალებას იძლევა.
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”