“დანია კლასიკური დიზაინის შექმნით ძალიან გამოირჩევა და ამ საქმეში დიდი წარსული გაგვაჩნია. ამიტომ ძნელია, იგივე წარმატების შექმნა დღეს, როცა მსგავსად გამორჩეული დიზაინის ბევრი ვარიაცია უკვე არსებობს. ამიტომაც, ჩვენი მოვალეობაა, გადავხედოთ, გავაუმჯობესოთ და შევინარჩუნოთ დანიური დიზაინი.”
ლორა ბილდე
ლორა ბილდე არის ნიჭიერი დანიელი დიზაინერი, რომელმაც მოიპოვა ჯილდო “წლის მომავალი” დიზაინის დაჯილდოებაზე 2016. კონცეფციის, მატერიალურობისა და ფორმის კარგად გაგებით, იგი მუშაობს როგორც პროდუქტზე, ასევე ინტერიერის დიზაინზე. 2020 წელს მან დააარსა მულტიდისციპლინარული დიზაინის სტუდია, Seche Studio, რათა შეექმნა საკულტო, მარტივი და დროული დიზაინი. ლორა მუშაობდა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Please Wait to Be Seated და Handvärk 2016 წელს VIA-ს დამთავრების შემდეგ.
მისი დიზაინი ხასიათდება სკანდინავიური სიმარტივით, სადაც ესთეტიკა და ფუნქცია გაერთიანებულია სკულპტურულ სამყაროში. ლორა ახერხებს ექსპერიმენტებს მასალებთან და მარტივ დეტალებთან. იგი მოხიბლული და დაინტერესებულია იმით, თუ როგორ შეიძლება გავლენა მოახდინოს სტრუქტურებისა და მასალების კონტრასტებმა ჩვენზე და გამოიწვიოს ამ ყველაფერმა ემოციები. სწორედ იმ რწმენით, რომ დიზაინერებს და არქიტექტორებს შეუძლიათ, გააუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი დიზაინითა და არქიტექტურით, ლორა მიზნად ისახავს შექმნას ისეთი პროდუქტი, რომელიც მუდმივად გამოყენებადი იქნება.
“ვფიქრობ, დღეს დიზაინერითვის ყველაზე მნიშვნელოვანი როლია იმის ცოდნა, თუ როგორ ვტოვებთ ჩვენს კვალს დედამიწაზე. ამ კვალის კარგად დატოვება კი შესაძლებელია უფრო მეტი ინფორმირებულობით, მუდმივი და ფუნქციონალური ობიექტების შექმნით, ან უფრო მდგრადი მასალებისა და პროცესების ცდით. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც ვაკეთებთ, ზუსტად ვიცოდეთ, ვისთან ვმუშაობთ და როგორ ვაკეთებთ ამას. ჩემი, როგორც დიზაინერის თვალსაზრისი არის ფოკუსირება იმაზე, რომ უფრო კრიტიკული ვიყო ჩემი იდეების მიმართ. სად შეიძლება ვნახო ამ პროდუქტის რეალიზება? მოაქვს მას ღირებულება ბრენდისთვის ან მომხმარებლისთვის? არჩეული მასალა ჭკვიანურად გამოიყენება? მარადიულია? აქტუალურია?”
აქვე აღსანიშნავია, რომ ლორა ძალიან პრიმიტიული ფორმების ოსტატია. ის, ძირითადად, ზუსტ გეომეტრიულ ფორმებს იყენებს თავისი ნამუშევრების შესაქმნელად, რაშიც ნამდვილად იგრძნობა სკანდინავიური მინიმალიზმი. ასევე უნდა აღინიშნოს მის ნამუშევრებში ფერებისა და მასალების ერთგვაროვნება. ეს არის სადა, ერთი ფერის ობიექტები, რომლებიც სრულიად უწყინარი და თანამედროვე მასალებითაა დამზადებული.