in

ლე კორბუზიე – არქიტექტორი მარადიული იდეებით

ლა შო-დე-ფონი (La Chaux-de-Fonds) შვეიცარიის პატარა ქალაქია, რომელიც საფრანგეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ქალაქი მსოფლიო რუკაზე თითქოს არ ჩანს და მის შესახებ საქვეყნოდ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა სწორედ შვეიცარიის მთებში მდებარე საოცარი არქიტექტურის მქონე ამ ქალაქში დაიბადა შარლ-ედუარდ ჟანერე, გენია, რომელსაც დღეს ლე კორბუზიეს სახელით ვიცნობთ.

Who Is the Most Influential Swiss Architect?

ლე კორბუზიე მრავალთა მიერ მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან არქიტექტორად, მწერლად, ქალაქების მგეგმავად, მხატვრადაა აღიარებული, რომლის შეუდარებელმა ხედვამ და შემოქმედებამ სამუდამოდ შეცვალა არქიტექტურა და მასზე ისეთი წარუშლელი კვალი დატოვა, რომლის შემჩნევაც დედამიწის თითქმის ყველა ნაწილშია შესაძლებელი.

ლე კორბუზიეს ახალგაზრდობიდან დიდი ასპარეზი და გლობალური ცხოვრება იტაცებდა, ამიტომ ლა შო-დე-ფონში სწავლის დასრულების შემდეგ იტალიაში გაემგზავრა, შემდეგ კი – ბუდაპეშტსა და ვენაში. მისი მოგზაურობის ბოლო ლოკაცია იყო პარიზი, უკვდავი ქალაქი, სადაც ყველა მეოცნებეს შეუძლია ფანტაზიის რეალობად ქცევა. პარიზში ახალგაზრდა ჟანერემ ოგიუსტ პერესთან (August Perret) დაიწყო მუშაობა, პარალელურად კი გერმანულს სწავლობდა, რათა პიტერ ბერენის (Peter Behrens), ერთ-ერთი პიონერი ინდუსტრიული დიზაინერის, ბერლინის ოფისში ემუშავა.

See the 17 Le Corbusier Projects Named as UNESCO World Heritage Sites,Notre-Dame du Haut, Ronchamp, France. Image © Gili Merin
Notre-Dame du Haut, როშამპი

ბალკანეთსა და საბერძნეთში მოგზაურობის შემდეგ ჯანერე შო-დე-ფონში დაბრუნდა, პირველი მსოფლიო ომის პერიოდი შვეიცარიაში გაატარა და აკადემიურ სფეროში მოღვაწეობდა. 1914-15 წლებში ის თავის პირველ, დიდ თეორიულ ნამუშევარზე მუშაობდა, რომელიც  Dom-Ino-ს სახელითაა ცნობილი – ესაა ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც ლე კორბუზიემ თავისუფალი დაგეგმარების მქონე სივრცეების შექმნის მთავარ პოსტულატად მიიჩნია.

Le Corbusier | a f a s i a

ომის შემდეგ ლე კორბუზიე პარიზში დაბრუნდა და თავის ბიძაშვილთან, პიერ ჟანერესთან (Pierre Jeanneret) ერთად არქიტექტურის დარგში აქტიური მოღვაწეობა დაიწყო. ამ დროს მან გაიცნო ამედე ოზანფანი (Amédée Ozenfant), ფრანგი კუბისტი მხატვარი, რომელთან ერთად 1920 წელს დაიწყო ჟურნალ „L’Esprit Nouveau“-ს გამოცემა. სწორედ „L’Esprit Nouveau“-ზე მუშაობისას დაირქვა ჟანერემ ლე კორბუზიე და გამოსცა თავისი ცნობილი „არქიტექტურის 5 პუნტქი“, რომელთა არსიც შემდეგში მდგომარეობს:

1. შენობა უნდა აიგოს საყრდენ ბოძებზე, რათა კედლები სტრუქტურული, დასაყრდენი ფუნქციისგან განთავისუფლდეს;

2. ღია კედლების წყალობით სივრცე თავისუფლად დაგეგმარდება;

3. შესაბამისად, მოგვეცემა ფასადის თავისუფლად დაგეგმარების საშუალება ;

4. ჰორიზონტალური, ლენტური სარკმელი (რომელთა შექმნის საშუალებას თავისუფლად დაგეგმარებული ფასადი მოგვცემს) უნდა გამოვიყენოთ ოთახების თანაბრად გასანათებლად;

5. სახურავი უნდა იყოს ბრტყელი, რათა მასზე ბაღის გაშენება შესაძლებელი გახდეს და მიწის ის ფართი ანაზღაურდეს, რომელიც მასზე შენობის აგებით დაიკარგა.

ლე კორბუზიეს 5 წესს მისი ადრეული შემოქმედებიდან ყველაზე კარგად ასახავს ვილა სავოიე, რომელზე მუშაობაც არქიტექტორმა 1931 წელს დაასრულა. მისი მთავარი საცოხვრებელი სივრცეები აზიდულია მიწის დონიდან, ქვედა სართულს კი მოქნილი ფორმა აქვს, რომლის დიზაინიც მანქანის მოსატრიალებელი ბილიკის ფორმას იმეორებს. ვილის სახურავზე ასვლა ბაქნითაა შესაძლებელი.

See the 17 Le Corbusier Projects Named as UNESCO World Heritage Sites,Villa Savoye near Paris, France. Image © Flickr user world3. Licensed under CC BY-NC-ND 2.0
ვილა სავოიე

1930-იანებსა და მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ლე კორბუზიემ შედარებით ნაკლებ პროექტზე იმუშავა, ვიდრე თავისი კარიერის ადრეულ პერიოდში, თუმცა ომის დასასრულს მას უამრავი დამკვეთი გამოუჩნდა. ამ დროს ის 1920-იანებისთვის დამახასიათებელი მოდერნიზმისგან ძალიან განსხვავებული სტილის შენობებს ქმნიდა, უპირატესობას ანიჭებდა ბეტონს და გრანდიოზულ მასშტაბებს. ეს სტილი ლე კორბუზიეს უამრავმა მიმდევარმა აითვისა და არიტექტურულ სტილს „ბრუტალიზმი“ ეწოდა (ფრანგულად Béton Brut ნიშნავს ნედლ ბეტონს).

Couvent de la Tourette - Le Corbusier's Masterpiece or something else? | Le corbusier, Corbusier, Architecture design

Couvent Sainte-Marie de La Tourette — Wikipédia
La Tourette

ამ პერიოდში ლე კორბუზიემ ისეთ მონუმენტურ პროექტებზე იმუშავა, როგორებიცაა მარსელში შესრულებული „Unité d’habition“, როშამპის სამლოცველო „Notre Dame du Haut“, La Tourette და  Carpenter Center for the Visual Arts, რომელიც ერთადერთი პროექტია, რომელიც მან ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნა.

Marseille - The radiant city of Le Corbusier - Artchitectours
Unité d’habitation de Marseille

თავისი კარიერის განმავლობაში ლე კორბუზიე ახალი ხედვისა და მოდერნისტული ქალაქის დაგეგმარების აქტიური, რადიკალური მომხრე იყო. მისი ურბანული დიზაინები კონცენტრირდებოდა ფუნქციურობაზე და პირველ პრიორიტეტად ავტომობილებს წარმოაჩენდა. მისი პირველი გეგმა, „Ville Contemporaine“, 1922 წელს შეიქმნა. 1925 წელს ლე კორბუზიემ შექმნა გეგმა “Plan Voisin,” რომელიც მიზნად ისახავდა ცენტრალური პარიზის დიდი ნაწილის განადგურებას, რათა პარკში აგებულიყო მოდერნისტული ცათამბჯენები და ტრასები.

Le Corbusier, Plan Voisin, Paris, France, 1925 | How to plan, Design theory, Urban mapping
Plan Voisin

ლე კორბუზიეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, საკულტო პროექტია ინდოეთის ქალაქ ჩანდიგარის დაგეგმარება, რომელიც „ცემენტის ქალაქადაა“ ცნობილი. ლე კორბუზიესთვის ინდოეთის პროვინციული ქალაქის დაპროექტება თავდაპირველად სულაც არ ყოფილა მიმზიდველი წინადადება, ვინაიდან ეს შრომატევადი საქმე საკმაოდ დაბალანაზღაურებადი იყო, თუმცა ბოლოს გადაწყვიტა, რომ მსგავსი მასიური პროექტი მის სახელს სამუდამოდ შემოუნახავდა მსოფლიო არქიტექტურის ისტორიას. 70 წლის ასაკში ლე კორბუზიე თავისი კარიერის ერთ-ერთ უდიდეს პროექტს ჩაუდგა სათავეში.

მოდერნისტის თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით, ჩანდიგარს უნდა ჰქონოდა თავისი უზარმაზარი ბულვარები და პლაზები. მისი უბნები პარიზის რაიონების მსგავსად დაიყოფოდა, რომელთაგან თითოეული აღჭურვილი იქნებოდა სკოლებით, საავადმყოფოებითა და საცხოვრებელი კომპლექსებით. მისი უდიდესი სურვილი იყო, შეექმნა ვერტიკალური ქალაქის პროექტი,რომელშიც გზები სრულ სიმწვანეში იქნებოდა ჩაფლული. მიუხედავად თავდადებისა, ლე კორბუზიე მალევე მიხვდა, რომ მისი პროექტი ზედმეტად ამბიციური იყო არსებულ ბიუჯეტთან შედარებით, ამიტომ მან  გეგმა გარდაქმნა უფრო მეტად გეომეტრიულ სქემად და შენობების მასალად ბეტონი დაასახელა.

ლე კორბუზიეს გავლენა თანამედროვე არქიტექტურასა და ურბანულ დაგეგმარებაზე შეუფასებელია. თითქმის ყველა არქიტექტურული სტილი და თეორია, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ან მისი იდეების განსხეულება და გაგრძელებაა, ან მათი უარყოფა. მოგვწონს თუ არ მოგვწონს მისი შემოქმედება, ფაქტს გვერდს ვერ ავუვლით – ლე კორბუზიემ შექმნა მსოფლიო არქიტექტურის ყველაზე შთამბეჭდავი ეპოქა.

Mishel House – Zozaya Arquitectos-ის მომხიბვლელი პროექტი მექსიკაში

#სადვიცხოვრო: ბინა ორმაგი ანტრესოლით პლეხანოვზე