ბუკნარის საკურორტო პროექტი, რომელსაც „ლისი დეველოპმენტი“ ახორციელებს, უნიკალური ადგილმდებარეობით გამოირჩევა და ბათუმიდან 7 წუთის სავალ გზაზე, შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს, სადაც ზღვისა და მთის ლანდშაფტი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.
პროექტი ითვალისწინებს სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობას, რომლის ინფრასტრუქტურა რესტორანს, შიდა საცურაო აუზს, სპორტულ მოედანსა და მწვანე, რეკრეაციულ ზონებს მოიცავს. ობიექტის პირველი ფაზის დასრულება 2025 წლის ბოლოს იგეგმება. ხაზგასასმელია ისიც, რომ სასტუმროების ტიპის აპარტამენტებიდან, რომელთა ფართობი 35 მ2-დან 70 მ2-ს შეადგენს, პანორამული ხედები იშლება ზღვასა და მთაზე, ხოლო მთლიანი კომპლექსი სანაპირო ზოლიდან 10 მეტრში მდებარეობს, რაც განსაკუთრებულ უპირატესობას სძენს ობიექტს.
აღსანიშნავია, რომ ბუკნარი „ლისი დეველოპმენტის“ პირველი პროექტია შავ ზღვაზე. კომპანიის საქმიანობა უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე 14 წელს ითვლის და მდგრადი, ეკოლოგიური მიდგომებითა და ინოვაციური გადაწყვეტილებებით გამოირჩევა. „ლისი დეველოპმენტის“ პორტფოლიო მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორებიცაა „მწვანე ქალაქი ლისზე“, „კურორტი კოხტა-მიტარბი“ და „ლისის ტბა“.
კომპანიის მიზანია ახალი ცხოვრების სტილის დამკვიდრება, რომელიც ადამიანის საჭიროებებზეა მორგებული და მნიშვნელოვნად ითვალისწინებს გარემოს, რათა ყველა დეტალი უზრუნველყოს დაბალანსებული ცხოვრებისთვის. ამ მხრივ, არც ბუკნარია გამონაკლისი, რომლის ზღაპრული ადგილმდებარეობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პროექტი სრულად შეერწყას ბუნებას და დაბალი სიმჭიდროვის განაშენიანების წყალობით, ლანდშაფტთან სინთეზი ორგანულად მოხდეს.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ „ლისი დეველოპმენტის“ მთავარი ფილოსოფია 80/20 ადამიანზე მორგებული გარემოსა და ინფრასტრუქტურის შექმნაა. დაარსების დღიდან კომპანიამ საკუთარ პროექტებში დაამკვიდრა მწვანე პრინციპების მიმართ ერთგულება, სადაც ტერიტორიის მხოლოდ 20% შენობა-ნაგებობებს, დანარჩენი 80% კი არსებული მწვანე საფარის შენარჩუნებას და რეკრეაციული ზონების განვითარებას ეთმობა. კომპანია აღნიშნულ სტანდარტს ამჯერად აჭარაში, ბუკნარის პროექტში ახორციელებს, რომელიც ოჯახური დასვენებისთვისაა გამიზნული, ამავდროულად კი მომხმარებლისთვის საინვესტიციო თვალსაზრისით მომხიბვლელ სივრცეს ქმნის, სადაც „ლისი დეველოპმენტის“ მენეჯმენტი გაქირავებიდან მიღებული სარგებლის სტაბილურობას უზრუნველყოფს.
საკურორტო უბნის გენერალური გეგმა და არქიტექტურა „ლისი დეველოპმენტისა“ და ბრიტანული არქიტექტურული სტუდიების თანამშრომლობითაა შექმნილი. ხოლო სასტუმროს ტიპის საინვესტიციო აპარტამენტები, რომლებიც სასტუმროს მსგავსად ფუნქციონირებს, ე.წ. „Turn-Key“-ის კონდიციით ბარდება, რაც სრულიად გარემონტებულ, ავეჯით, ტექნიკითა თუ აქსესუარებით აღჭურვილ სივრცეს გულისხმობს.
პროექტი ყურადღებას იქცევს საინტერესო სლოგანითაც — „უკვე მიყვარს“, რომლის კონცეფცია ცხოვრებით ტკბობასა და ადამიანად ყოფნის სიხარულს ეფუძნება. ბუკნარის არქეტიპად კი შეყვარებული ადამიანი („Lover“) გვევლინება, რომელიც ბუნების წიაღში, სიმშვიდეში, ტყის, მთისა და ზღვის სიახლოვეს ჯადოსნური გარემოთი და ცხოვრებით ტკბება.
როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, ბუკნარი იქნება ქართული რივიერა და უნიკალური მაგალითი შავ ზღვაზე სწორად განაშენიანებული პროექტის, რომელიც მომავალ მაცხოვრებლებს ფრანგული და იტალიური ზღვისპირა ამბების მსგავს თავგადასავალში ამოგზაურებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბუკნარის ვებ-გვერდი.
[R]