დღეს თბილისის ახალ უბანზე გიამბობთ, რომელიც მობინადრეებს რელაქსაციისა და ჰარმონიული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობას ქალაქის შიგნით სთავაზობს. საუბარია “ლისი ტოპოგრაფზე”, რომელიც წარმოადგენს ახალ დასავლური ტიპის, დაბალი განაშენიანების თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებზე გათვლილ, ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდ და დაცულ დასახლებას ლისის ტბის ნაპირთან, სადაც კერძო სახლებისთვის მიწის ნაკვეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.
ეს არის 41.8 ჰექტარზე განთავსებული ტერიტორია, რომელიც მოიცავს კერძო სახლების მშენებლობისთვის განკუთვნილ 244 ნაკვეთს. ამას გარდა, პროექტი ასევე გულისხმობს ისეთი საერთო სარგებლობის ზონების მოწყობას, როგორიც არის 5 პარკი, 9 სპორტული მოედანი (ჩოგბურთის, საფეხბურთო და საკალათბურთო), ბავშვთა გასართობი სივრცეები და უბნის მაცხოვრებელთა საჭიროებებზე გათვლილი სხვადასხვა სამომხმარებლო ობიექტები (მაგ: სუპერმარკეტი, აფთიაქი და სხვა).
მნიშვნელოვანია, რომ პროექტის კონცეფციის მთავარი ინსპირაცია გახდა “ლისი ტოპოგრაფის” ტერიტორიის ტოპოგრაფიული სტრუქტურა. უბნის განაშენიანება იდეალურად ერწყმის არსებულ ბუნებრივ ლანდშაფტს და ჰარმონიულად ინტეგრირდება მთებით და ტბით შემოსაზღვრულ სივრცეში. ტერიტორიის განაშენიანების გეგმაზე მომუშავე აქტიტექტორებმა და ურბანისტებმა უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭეს რეკრეაციასა და სივრცის ჰარმონიულ განვითარებას, შედეგად კი მიღებულ იქნა გარემოსთან სრულად ინტეგრირებული უბანი.
“ლისი ტოპოგრაფი” მოიცავს 4 სექტორს A,B,C,D სექტორებს, რომელთა განვითარება ეტაპობრივად არის დაგეგმილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მთლიანი ტერიტორიის მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო B სექტორში დაწყებულია მიწის ნაკვეთების წინასწარი გაყიდვები. B სექტორში სრულყოფილი ცხოვრების შესაძლებლობა მობინადრეებს უკვე 2022 წლის შემოდგომაზე ექნებათ, ვინაიდან ამ ვადაში სრულად გაიმართება უბნის ამ მონაკვეთის ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები.
აღსანიშნავია, რომ “ლისი ტოპოგრაფს” რამდენიმე მკაფიოდ გამოკვეთილი უპირატესობა გააჩნია სხვა დასახლებებთან მიმართებაში. პირველ რიგში, საუბარია თავისუფალ სივრცეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არ იქნება მჭიდროდ დასახლებული უბანი (ის, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე გვხვდება), ვინაიდან ნაკვეთის მინიმალური ფართობი 1000 კვ.მ-დან იწყება.
ამას გარდა, ტერიტორიას ასევე გამოარჩევს საგზაო ინფრასტრუქტურა. გზები აქ 14 მეტრი სიგანისაა და მოიცავს ორმხრივი მოძრაობისთვის განკუთვნილ ორ ზოლს, დამატებით ზოლს მანქანების პარკირებისთვის, საკმაოდ განიერ ორ საფეხმავლო ბილიკს გამწვანებით და ველობილიკს, რომელიც 5 კმ სიგრძისაა.
ასევე პროექტისთვის მნიშვნელოვანია უბნის ერთიანი იერსახის და არქიტეტურული სტილის შენარჩუნება, ამიტომ მიწის შეძენისას მყიდველი სახლის არქიტექტურულ პროექტს მიიღებს საჩუქრად.
და ბოლოს, უნიკალური ლოკაცია და ლანდშაფტი, მთის და ტბის პანორამული ხედები და აუთვისებელი მრავალფეროვანი ეკოსისტისტემა “ლისი ტოპოგრაფის” მთავარი უპირატესობაა. ეს არის იდელაური ადგილი მათთვის, ვინც ეძებს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ და მშვიდ გარემოს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად.
[პარტნიორის კონტენტი]