in

„ლისი ტრიო“ — მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი მობინადრეებისთვის ყველა საჭირო სივრცეს აერთიანებს

ლისი ტრიო“ — ინოვაციური მულტიფუნქციური პროექტია, რომელიც მობინადრეებისთვის მაქსიმალურად კომფორტულ და მრავალფეროვან გარემოს შექმნის. როგორც წინა პროექტების შემთხვევაში, აქაც გუნდის ამოსავალი წერტილი მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით შემუშავებული თანამედროვე სტანდარტები იყო, რათა ჯანსაღი, ჰარმონიული და უსაფრთხო გარემო შესთავაზონ მომხმარებლებს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სამი 15-სართულიანი კორპუსი აშენდება, მიწისქვეშა ორი სართულით და 200-ზე მეტი საპარკინგე ადგილით. მიწისზედა ორი სართული კი კომერციულ ფართებს დაეთმობა, სადაც მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად ჰიპერმარკეტები, საკვები და გასართობი ზონები განთავსდება. სამი სართული საოფისე ფართებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო მეხუთედან მეთხუთმეტე სართულის ჩათვლის საცხოვრებელი ბინებია დაპროექტებული.

გარდა ამისა, კომპლექსში მობინადრეებისთვის ჯანსაღი ცხოვრების ხელშესაწყობად გათვალისწინებულია სამი სახეობის: ზღვის, მარილის და ფინური სპა ცენტრი, ღია აუზი და სავარჯიშო დარბაზი. ასევე, მოეწყობა სამუშაო სივრცეები, დასაქმებული ადამიანებისთვის კომფორტული და საქმიანი გარემოს შესაქმნელად. ღია და დახურული ზონები ბავშვებისათვის, კერძო საბავშვო ბაღი და რეკრიაციული ზონები — მთლიანობაში, შეიძლება ითქას, ეს მინი ქალაქს უფრო ჰგავს, ვიდრე უბრალო საცხოვრებელ კომპლექსს…

„ლისი ტრიოს“ შესახებ უფრო მეტ დეტალს კი კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი, მარიამ ხუციშვილი გვიზიარებს.

მარიამ, რა გამოარჩევს „ლისი ტრიოს“ სხვა მსგავსი ტიპის კომპლექსებისგან?

პროექტის უპირატესობა მისი უნიკალური მდებარეობაა, დედაქალაქის ცენტრთან სიახლოვე და, ამავე დროს, გამწვანებული, ეკოლოგიურად სუფთა გარემო. დამატებით კომფორტსა და ჰარმონიას კი ქალაქზე გასაოცარი, პანორამული ხედები ქმნის.

„ლისი ტრიოს“ მულტიფუნქციურობა მობინადრეებს თანამედროვე აქტიური ცხოვრების პირობებში განსაკუთრებულ კომფორტს შეუქმნის და ყველა სერვისს ერთ სივრცეში შესთავაზებს. კომპლექსში ხელმისაწვდომი იქნება როგორც მცირე საცხოვრებელი ფართები, ისე  ოჯახებზე გათვლილი დიდი ბინები, ამიტომ პროექტის მრავალფეროვნება ყველა ტიპისა და ინტერესის მქონე მომხმარებელს დააკმაყოფილებს.

ამასთანავე, უნდა აღვნიშნო, რომ მობინადრეების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ საცხოვრებელ სივრცეში იქნება სასტუმროს ტიპის ლობი, 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი, დაცვა და უსაფრთხოების უახლესი სისტემები, რაც ტერიტორიაზე უცხო პირების გადაადგილებას მინიმუმამდე შეამცირებს. დამატებით, უსაფრთხოებას შენობაში დამონტაჟებული სპრინკლერის სისტემა უზრუნველყოფს.

საინტერესოა, კონკრეტულად ამ პროექტზე მუშაობისას რა იყო გუნდის მთავარი ორიენტირი?

პროექტის დაწყებისთანავე, ჩვენი გუნდის მთავარი ორიენტირი ხარისხი, მაქსიამალური კომფორტის ერთ სივრცეში მოქცევა და ეკომეგობრული ინვესტიცია იყო. ამიტომ, პირველ რიგში შევარჩიეთ მშენებლობისთვის ოპტიმალური, გეოლოგიურად უსაფრთხო ადგილი, რომელიც ურბანული ცხოვრებისა და ეკოლოგიური გარემოს სინთეზირების საშუალებას მოგვცემდა. დავიწყეთ პარტნიორობა სამშენებლო მასალების მწარმოებელ წამყვან კომპანიებთან, რომლებიც მშენებლობის ყველა ეტაპზე, მაღალხარისხიან მასალებს მოგვაწვდიან. მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი და მყურდო გარემოს შესაქმნელად კი უკვე ვაწრმოებთ აქტიურ მოლაპარაკებებს ყველაზე ცნობილ კომპანიებსა და ტოპ ბრნდებთან, რომელთა განთავსება ჩვენ ტერიტორიაზე, მობინადრეებს მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის.

რადგანაც ეკოლოგიის საკითხი ახსენეთ, მეტად გავშალოთ გამწვანებისა და ენერგოეფექტურობის იდეა…

როგორც აღვნიშნე, პოექტის მთავარი მიზანია ურბანული ცხოვრებისა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შერწყმა. ამიტომ, საწყის ეტაპზევე გუნდმა შეარჩია ადგილი, რომელიც ქალაქის ცენტრთან და, ამავდროულად, რეკრიაციულ ზონასთან მაქსიმალურად ახლოს იქნებოდა. ამ თვალსაზრისით, ლისის მიმდებარე ტერიტორია, განსაკუთრებით კი ამაშუკელის ქუჩა, იდეალური ადგილია.

თანაც ტერიტორია შეისწავლა ქალაქის წამყვანმა გეოლოგიურმა გუნდმა, რათა თავიდან აგვეცილებინა მეწყერსაშიში და სეისმურად აქტიური ზონები. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეირჩა, უსაფრთხო და მშენებლობისთვის ოპტიმალური ნაკვეთი, გარანტირებული პანორამული ხედებით ქალაქზე.

პროექტის დამუშავების მომენტში მიწის ნაკვეთის კომფიგურაციამ საშუალება მოგვცა, გაგვეთვალისწინებინა ინსოლაციას ფაქტორი, რომელიც მოიაზრებს მზის სხივების ყველა ბინაში შეღწევას. როგორც იცით, კომპლექსში დამატებითი რეკრიაციული ზონებია დაპროექტებული, რაც გულისხმობს სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეების დარვას. პროეტის შიგნით რეკრიაციული ზონების ჯამური ფართობი 3000 კვ. მეტრს შეადგენს.

რამდენხანს მიმდინარეობდა საპროექტო სამუშაოები და მაქსიმალური ხარისხის მისაღებად როგორ სამშენებლო პროდუქციას ანიჭებთ ურთიერთობას?

საპროექტო სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპტიმალური გეგმარების შესარჩევად მომზადდა რამდენიმე პროექტი და დამტკიცდა ისეთი, რომელიც საინტერესო იქნებოდა არქიტექტორული კუთხითაც და დააკმაყოფილებდა პრემიუმ ხარისხის მოთხოვნებს. შესაბამისად შეირჩა კონსტრუქციული და მოპირკეთების მასალები, რომლებიც შეესაბამება ხასრისხის მაღალ სტანდარტებს. პერიმეტრის კედელები შეივსება იზობლოკით, რომელიც მოპირკეთდება კომპიზიტური პანელებით, მოეწყობა იზოალუმინის კარ-ფანჯრები, აივნებზე მოეწყობა ნაწვრთნობი მინის მოაჯირები. პროექტში ასევე გათვალისწინებული იქნება ბევრი ინოვაციური დეტალი.

აღნიშნული მაღალი ხარისხის მისაღწევად, „ლისი თაუერსი“ უკვე თანამშრომლობს საქართველოში არსებულ წამყვან კომპანიებთან, რომლებიც წლებია, ქართულ სამშენებლო ინდუსტრიას ემსახურებიან.

სამივე ბლოკის მშენებლობა ერთდროულად დასრულდება, სრულად მოპირკეთდება როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეები, რეკრიაციითა და კომპლექსისთვის საჭირო ყველა ინფრასტრუქტურით. საბოლოოდ, პროექტის მშენებლობა დასრულდება 2027 წლის გაზაფხულზე და ჩაბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით.

სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

კომპანიის სამომავლო გეგმები საკმაოდ დატვირთულია და მიზნად ისახავს როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების ურბანულ განვითარებას.

როგორც მოგახსენეთ, დეადაქალაქში ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესებს სამ ობიექტზე აქტიურად ვახორციელებთ. გარდა ამისა, პარალელურად მიმდინარეობს პროექტების დამუშავევა ქალაქგარეთ ორ სხვადასხვა ლოკაციაზე.

ამჟმად ერთდროულად რამდენიმე მიმდინარე პროექტზე ვმუშაობთ. „ლისი ტრიოს“ გარდა, სამუშაოები ხორციელდება ნუცუბიძის ქუჩაზე და მოსკოვის გამზირზე არსებულ „თბილისი ისტის“ პროექტზე. სამშენებლო პროცესები სამივე ობიექტზე ერთდროულად მიმდინარეობს.


აქვე შეგახსენებთ, რომ „ლისი თაუერსის“ გუნდის ანგარიშზეა საირმის ქუჩის, ოქროყანისა და ყაზბეგის გამზირზე მაღალსართულიანი დასრულებული ნაგებობები.

[R]

არქიტექტურა, როგორც გაერთიანების შესაძლებლობა — ინტერვიუ დიმიტრი შაფაქიძესთან

როგორ გავწმინდოთ გრანიტის შავი ნიჟარა?