ცენტრალური კარის მასალის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ თქვენ არჩევანი ლითონის კარზე შეაჩერეთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ქვემოთ ჩამოთვლილი პარამეტრები:
კონსტრუქცია
აბსოლუტურად ნებისმიერი კარი კარკასისა და პროფილისგან შედგება. იმისთვის, რომ თქვენს უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას, პირველი მათგანი გამძლე მასალისგან უნდა იყოს დამზადებული.
წონა
ფოლადის კარის მთავარი უარყოფითი მხარე დატვირთვის გამო ანჯამების დაჩქარებული ცვეთაა. ბრონირებული მოდელები 130 კგ-მდე იწონის. ასეთი კარის გაღება-დახურვისას მაღალი ინერცია იქმნება, ამიტომ ისინი არ უნდა გამოიყენოთ სახლში, სადაც ხანდაზმულები და პატარა ბავშვები ცხოვრობენ.
ფენების სისქე
რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო საიმედოდ არის დაცული სახლის შესასვლელი. 1 მმ-ზე ნაკლები სისქის ფოლადი შეიძლება ქილის გასახსნელითაც კი გაიხსნას. გარდა ამისა, რაც უფრო სქელია ფენები, მით უფრო მაღალია ხმის იზოლაცია, რაც კომფორტული ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
კარის ანჯამები
ფარული ელემენტები განლაგებულია სპეციალურ ღარებში და გარე ანჯამებისგან განსხვავებით, კარის 90°-ზე მეტი გაღების საშუალებას არ იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ფარული ანჯამების მქონე კარი უფრო ესთეტიკურად მიმზიდველად გამოიყურება, მისი გახსნა უფრო ადვილი იქნება.
კონსტრუქციის გასამაგრებელი თამასები
ისინი განლაგებულია კარის გვერდით ზედაპირებზე და მას ძალისმიერი გახსნისგან იცავს. თამასები შეიძლება გრძივი ან განივი იყოს; ზოგჯერ მათ ჰორიზონტალურიც ემატება.
გამაგრება და ბრონირება
სქელი — 3-5 მმ-ის სიგანის ფოლადი და ლითონის ჩანართები 12 ტონამდე დატვირთვას უძლებს. ასეთი კარი არ გამორიცხავს მინის ელემენტებს, თუ ეს უკანასკნელი მყარი, გამაგრებული მასალისგან არის დამზადებული.
გამძლეობის კლასი
კარის გამძლეობის 13 კლასი არსებობს. სტანდარტული კონსტრუქციები — 1-4 კლასი, მძიმე ბრონირება 5-13 კლასი (უკანასკნელი მოიცავს ბანკის სეიფის კარებს, რომლებიც, როგორც წესი, საცხოვრებელი ფართებისთვის არ გამოიყენება).
კარის გაღების მხარე
განისაზღვრება ანჯამების მდებარეობის მიხედვით.
რუბრიკის წარმდგენია კარების კომპანია გაბილდი