14 ივლისს, „კასტელო“-ს ინტერიერულ სივრცეში გაიმართა ახალი ექსკლუზიური ბრენდის LIU-JO LIVING COLLECTION-ის პროექტ მენეჯერის Luca BRIGANTI-ისა და კომპანიის წარმომადგენლის Artur FEDENKO-ს შეხვედრა ქართველ დიზაინერებთან, რომლის ფარგლებშიც მოხდა ბრენდის ოფიციალური წარდგენა და შოურუმის კრეატიული ექსპოზიციის პრეზენტაცია. ნაჩვენები იქნა კორპორატიული ფილმი, რომელმაც მოგვითხრო კომპანიის ევოლუციის მნიშვნელოვანი ეტაპებისა და მოდის ინდუსტრიიდან, ავეჯის სეგმენტში, გენედური ტრანსფორმაციის პროცესზე.
დამსწრე საზოგადოებასა და „კასტელო“-ს მენეჯერებს მიეწოდათ ინფორმაცია კომპანიის საწარმოო სიმძლავრეების, სამომავლო გეგმების, წარმოების ვადებისა და ზოგადად ფეშენ ინდუსტრიის ბოლოდროინდელი ტრენდსეტერის LIU-JO GLOBAL-ის შესახებ.
დღეიდან, LIU-JO LIVING-ის მიმზიდველი და მოქნილი საფასო პოლიტიკიდან გამომდინარე, Castello-ს მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომი ხდება ისეთი ფეშენ დიზაინი, კომფორტი და ლუქსი, რომლის უფლებასაც თავის კლიენტებს აძლევდნენ მხოლოდ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული „ჰაიენდის“ მწარმოებლები, ვინაიდან მათი დიდი ნაწილი სწორედ LIU-JO LIVING-ის 70.000 კვ.მეტრის ქარხანაში ამზადებს დღემდე პროდუქციას.
[R]