in ,

მანქანათმშენებლობიდან პროდუქტის დიზაინამდე – სანდრო ლომინაშვილის სკამები

დიზაინერ სანდრო ლომინაშვილის შექმნილი ავეჯი ახალი სიტყვაა პროდუქტის დიზაინში და ხშირად იპყრობს საერთაშორისო პრესის ყურადღებას. დიზაინერმა 2011 წელს დაამთავრა მანქანათმშენებლობის სწავლა და მას შემდეგ ახალ პროფესიას ეძებდა, ასე დაინტერესდა ავეჯის დიზაინით. ბევრი სხვადასხვა დიზაინერის მიერ შექმნილი სკამის ნახვის შემდეგ მან ამ რთულ გამოწვევასთან შეჭიდება გადაწყვიტა და შექმნა საკუთარი პროდუქტი. როგორც თავად აღნიშნავს, ძალიან მოეწონა პროდუქტის კონცეფციაზე კალმით და ფურცლით ფიქრის პროცესი. იმისთვის, რომ უფრო მეტი გაგვეგო სანდრო ლომინაშვილის სკამებზე, დიზაინერს რამდენიმე კითხვა დავუსვით:

მოგვიყევით სკამების კონცეფციებზე, რა მასალაა გამოყენებული და რატომ გადაწყვიტეთ მსგავსი ფორმები?

სკამი 3/4 არის შეცდომის შედეგი. ხატვის დროს, შემთხვევით დავხატე სკამი, რომელსაც ერთი ფეხი არ ჰქონდა მიერთებული დასაჯდომთან. როდესაც დავინახე, მაშინვე მივხვდი რომ საინტერესო იქნებოდა ასეთი სკამის გაკეთება და გადავწყვიტე ის მეტალისგან დამემზადებინა.

Chair3-4_1
Chair3-4_3
Chair3-4_2
previous arrow
next arrow

სკამი 1+1-ში აღებული არის არქეტიპული სკამი, რომელიც არის დაშლილი და აწყობილი მრავალფუნქციურობის გათვალისწინებით. მრავალფუნქციურობაში ვგულისხმობ იმას, რომ სკამის ოთხივე ფეხს აქვს ერთზე მეტი ფუნქცია. ფეხი გრძელდება და ხდება საზურგე ან სახელური. სკამი არის გაკეთებული 3D პრინტერზე დაბეჭდილი pla მასლისგან და მინაბოჭკოსგან.

DSC_5607
DSC_5615
DSC_5617
DSC_5621
DSC_5624
previous arrow
next arrow

 

სკამი ‘ალლო’ არის მოდელი, რომლის 3 განზომილებიანი, შედარებით კომფორტული ფორმა მიღებულია ბრტყელი სიბრტყეებისგან და სწორი ხაზებისგან. სკამის დასაჯდომი და საზურგე არის კაკლის ხის, ხოლო ფეხები და სახელური მეტალის.

DSC_5578
DSC_5583
DSC_5585
DSC_5606
previous arrow
next arrow

 

– როგორ შეძლებენ დაინტერესებული პირები აღნიშული პროდუქტების შეძენას? იქნება თუ არა ის ხელმისაწვდომი რომელიმე ავეჯის შოურუმში?

–  ჩემ ნივთებს/პროტოტიპებს მე არ ვყიდი. ვცდილობ ჩემი ნივთების სერიულად წარმოებას, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. იმედია მომავალში გამიმართლებს და ნივთები გაიყიდება მაღაზიებში. 

-რას იტყოდით საქართველოში ინდუსტრიულ და პროდუქტის დიზაინზე? კეთდება თუ არა რამე, რაც მოგწონთ ამ კუთხით?

დღეს საქართველოში არ არის ინდუსტრიული დიზაინი ძალიან განვითარებული, რადგან წარმოება არ გვაქვს.  თუმცა, არიან სტუდიები, რომლებიც საინტერესო ნივთებს ქმნიან. მაგალითად, მამაჩემი – ლევან ლომინაშვილი, XYZ Integrated Architecture, რომელსაც ცნობილი Red Dot დიზაინის ჯილდო აქვს მიღებული და ზვიად ციკოლია, რომელსაც ასევე მიღებული აქვს ეს ჯილდო. ჩემი აზრით, საინტერესო ნივთებს ქმნის სტუდიო rooms და ასევე ლადო ლომიტაშვილი – studio gypsandconcrete.

ვილა რისირანტა – ბუნებასთან თანამშრომლობის უნიკალური მაგალითი

წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციაზე Cushman & Wakefield იმუშავებს