in

ლოფტი ამსტერდამის ყოფილი ეკლესიის შენობაში

Banner M2
Banner M2

1930-იან წლებში დაპროექტებული ლოფტი განთავსებულია ყოფილი ეკლესიის შენობაში და გთავაზობთ უნიკალურ საცხოვრებელ გამოცდილებას ამსტერდამის ცენტრში, სადაც ისტორია ერწყმის თანამედროვე დიზაინს.

ეკლესიის მაღალი ჭერი შესანიშნავად არის გამოყენებული ლოფტის სტილში. სივრცეს აქვს ღია გეგმარირება და მდიდარია ფუნქციური ზონებით. საცხოვრებელი სივრცე არის ძალიან ინტიმური, აქვს დახვეწილი ბუხარი, რომელიც ინტერიერს ხასიათსა და სითბოს მატებს. ზაფხულის დღეებში შესაძლებელია 7,5 მეტრი სიმაღლის შუშის ფასადების გახსნა, რაც უზრუნველყოფს იდეალურ ადგილს დასვენებისთვის.

დასავლეთისკენ მიმართული შიდა ტერასა აღჭურვილია ელექტრო ფანჯრებით, რომლებიც შეიძლება გაიღოს. სამზარეულო შექმნილია ცნობილი ჰოლანდიელი დიზაინერის Piet Boon-ის მიერ. უხეში და ბუნებრივი მასალა ჰარმონიულად არის დაბალანსებული პრემიუმ ხარისხის ტექნიკასთან.

მთავარი საძინებელი მინით არის შემოსაზღვრული და იძლება ხედს შიდა ტერასაზე.

აბაზანა აღჭურვილია ბუნებრივი მასალითა და ვიტრაჟებით. აქვეა უჟანგავი ფოლადის ნიჟარა და ორმაგი საშხაპე.

მთლიანობაში, ინტერიერი ძალიან დახვეწილი და ელეგანტურია და აკმაყოფილებს მაცხოვრებლების მოთხოვნებს როგორც დასასვენების კუთხით, ასევე სტუმრების მიღებისა და გართობის მხრივ.

ნინო ნოზაძის სახლი სოფელ კისისხევში

პოლიურეთანის ქაფი — უპირატესობები, მონტაჟის სფეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე