in

ინდუსტრიული სტილი სკანდინავიური გაგებით – ლოფტი შვედეთში

Banner M2
Banner M2

ეს ბინა სტოქჰოლმთან ახლოს მდებარეობს და ის ყურადღებას რამდენიმე სტილის შერწყმით მიღებული დიზაინით იქცევს. ინტერიერში გვხვდება ინდუსტრიული და სკანდინავიური მიმდინარეობების ნაზავი, რაც სივრცეს საკმაოდ გამორჩეულ ხასიათს სძენს.

საცხოვრებელი სივრცე ორ დონედ არის გაყოფილი. ქვემოთ მისაღები ზონა და სამზარეულოა განთავსებული, ზემოთ კი საძინებლები. ინტერიერი ძირითადად კლასიკურ შავ-თეთრ ტონებშია გადაწყვეტილი, თუმცა “დამთბარია” ხის მასალით, რომელიც უხვად არის სივრცეში გამოყენებული.

მისაღები ოთახის მთავარ აქცენტად ულამაზესი ლურჯ-მწვანე ფერის ხავერდის რბილი ავეჯი გვევლინება, რომელიც გარდა ესთეტიკური დანიშნულებისა, მნიშვნელოვან ფუნქციურ როლს ასრულებს და  სივრცეს მეტ სიმყუდროვეს ანიჭებს.

აქვეა მომცრო სამზარეულო და სასადილო ზონა, რომლებიც ყოველგვარი ტიხრის გარეშე, მხოლოდ ვიზუალურად არის გამოყოფილი დანარჩენი სივრცისგან. სწორედ ღია გეგმარების დამსახურებაა ის ფაქტი, რომ დიდი ვიტრაჟებიდან შემოსული ბუნებრივი განათება თანაბრად ნაწილდება ყველა ზონაში და მიუხედავად იმისა, რომ ბინას მხოლოდ ერთი განათების წყარო აქვს, ბინაში ეს არ იგრძნობა.

ზედა დონეზე ორი საძინებელია განთავსებული. აქვეა ცალკე საგარდერობე ოთახიც, რომელიც სივრცეს კიდევ უფრო დახვეწილს ხდის. ორივე საძინებლის ფასადი შუშის ტიხრისგან არის დამზადებული, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი განათების შემოსვლას. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ბინადრებს დანარჩენი სივრცისგან იზოლირება სურთ, მათ ამისთვის ფარდების გამოყენება შეუძლიათ.

ფრანგული დიზაინის ერთ-ერთი რჩეული ფიგურა – ანდრე პუტმანი

#Homeisინსპირაცია: დიზაინ იდეები მწვანე ფერის სამზარეულოსთვის