in

“ლოფტის” სტილის პოპულარობის საიდუმლო

საცხოვრებლისთვის ინტერიერის დიზაინის მრავალი სტილი არსებობს. თითოეულ მფლობელს საკუთარი გემოვნება და პრიორიტეტები გააჩნია. დღეს სულ უფრო ხშირად დიზაინერებისა და მოდური ინტერიერის მოყვარულებისგან ლოფტის სტილის შესახებ გაიგებთ. არიან ასეთი ინტერიერის მომხრეები, რომლებსაც ის მინიმალიზმის, ჰაეროვნებისა და უზარმაზარი სივრცის გამო უყვართ. ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ესმით, თუ რა არის მისი ბრწყინვალება. დღეს კი სწორედ ლოფტის სტილის მახასიათებლების შესახებ ვისაუბრებთ.

რა არის ლოფტის სტილი და საიდან წამოვიდა ის?

თავად კონცეფცია „ლოფტი“ ინგლისური წარმოშობისაა. ეს სიტყვა „სხვენს“, „მაღლა არსებულ სივრცეს“ ან „სამტრედეს“ ნიშნავს. ამ ტერმინის დიზაინთან მიმართებაში გამოყენება გასული საუკუნის 40-იანი წლების პირველი ნახევრიდან დაიწყო.

ამ სტილის გამოყენებას საფუძველი მაშინ ჩაეყარა, როდესაც ომის შემდეგ მიტოვებული ქარხნებისა და ფაბრიკების საცხოვრებელ სივრცეებად გადაკეთება დაიწყეს.

ლოფტის სტილის დიზაინის თავისებურება ის არის, რომ ადგილი აქვს შეუთავსებლობის კომბინაციას. მაგალითად, დიდი აგურის ფასადები, ძველი სავენტილაციო შახტები, თანამედროვე ლითონის ავეჯი, დიდი რაოდენობით სარკეები და თანამედროვე ტექნიკა.

სტილი ხასიათდება ნათელი ან თბილი ფერებით. უპირატესობა ენიჭება ცივ ელფერებს, მდიდარ მუქ ან ღია ფერებს. უზარმაზარი ფართები ოთახებად არ იყოფა, ამის ნაცვლად ზონირება გამოიყენება და თავისუფალი სივრცე ჭარბად რჩება.

ლოფტის სტილისთვის დამახასიათებელ თვისებად უნდა გამოიკვეთოს ინტერიერში უჩვეულო დეტალებისა და დეკორაციების გამოყენება. იმავდროულად, ეს დეტალები ბინის დიზაინში მინიმალური რაოდენობით არის წარმოდგენილი.

როდის გახდა ლოფტის სტილი პოპულარული?

მიუხედავად იმისა, რომ ლოფტი ნიუ-იორკში ჯერ კიდევ 40-იან წლებში წარმოიშვა, მან ევროპაში პოპულარობის მოპოვება მხოლოდ XX საუკუნის 70-იანი წლების პირველი ნახევრიდან დაიწყო. თავიდან ამ დიზაინის ელემენტების გამოყენება ინგლისსა და გერმანიაში, შემდეგ კი მთელ ევროპაში დაიწყეს.

რაც შეეხება სტილის ამერიკაში პოპულარიზაციას, ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენდი უორჰოლმა ითამაშა. სწორედ მისი წყალობით დაიწყო ამ მიმართულებამ ნიუ-იორკში გავრცელება. კეთილმოწყობილი და მორთული ფართების დაქირავება მცირე ბიზნესებისთვის მიუწვდომელი იყო. იმ დროს მეწარმეებმა არა მხოლოდ თავიანთი სახელოსნოებისა და ბიზნესების მიტოვებულ ქარხნებში გახსნა, არამედ ასეთ სივრცეებში საცხოვრებლების მოწყობაც დაიწყეს.

ამ დროისათვის ლოფტი აქტიურად გამოიყენება აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით იაპონიაში. მან პოპულარობას თავშეკავების და სივრცის თავისუფლად განაწილების საშუალებით მიაღწია, რაც შესაფერისია როგორც მარტოხელა ადამიანის, ასევე, მთელი ოჯახის კომფორტული ცხოვრებისთვის.

კომფორტი და სილამაზე ბინის დიზაინში

ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ლოფტის სტილის ბინა შეიძლება კომფორტული იყოს კრეატიული ადამიანებისთვის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კონსერვატიულმა ადამიანებმა ასეთი დიზაინის კომფორტი დააფასონ. მიუხედავად ამისა, მინიმალიზმისა და კომფორტის გამო, ის ბევრ ახალგაზრდას და თანამედროვე ადამიანს იზიდავს.

რატომ ლოფტი?

  • განათება. ამ სტილს ახასიათებს უზარმაზარი სივრცე, დიდი ფანჯრები, ბევრი განათება და თავისუფალი სივრცე, რომელიც ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას უწყობს ხელს.
  • ეკონომიურობა. ლოფტს ახასიათებს მინიმალიზმი, როგორც ავეჯის, ასევე აქსესუარების თვალსაზრისით. აქ მუშაობს მარტივი წესი: რაც ნაკლებია, მით უკეთესია.
  • სივრცეში შეზღუდვის არარსებობა. სახლის მფლობელს აქვს შესაძლებლობა, რომ სივრცის ზონირება საკუთარი სურვილის მიხედვით განახორციელოს. ამ შემთხვევაში მოქმედებს წესი: მინიმალური დანაყოფები.

ამ მახასიათებლიდან გამომდინარე, ლოფტის სტილის საცხოვრებლის შექმნა თითქმის ყველას შეუძლია. ბათქაშისა და ტიხრების არარსებობა არის ორი ფაქტორი, რომელიც სახლის მფლობელს ამ სტილის შექმნაში დაეხმარება.

კითხვაზე, თუ რატომ არის ლოფტი თანამედროვეობაში პოპულარული, აუცილებელია გამოვყოთ ეკონომიკური კომპონენტი. ბინის შეძენისას, ყველა ოჯახს ძვირადღირებული რემონტის გაკეთება არ შეუძლია. თუმცა, ლოფტის სტილის დახმარებით, მინიმალური ძალისხმევით ძალიან ლამაზი ინტერიერის შექმნას შეძლებთ.

მე-18 საუკუნეში აგებული საცხოვრებელი, რომელიც თოჯინების სახლს მოგაგონებთ

საზაფხულო განწყობა საძინებელში: 10 რჩევა