in

ლუის კანი – ამერიკაში მოღვაწე ესტონელი არქიტექტორი

ლუის კანი ესტონეთში დაბადებული ამერიკელი არქიტექტორია, რომელიც ფილადელფიაში მოღვაწეობდა და რამდენიმე ფირმაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა საკუთარი ატელიე დაეარსებინა. პარალელურად კითხულობდა ლექციებს „იელის“ არქიტექტურულ სკოლაში 1947 წლიდან 1957 წლამდე და იყო მიწვეული პროფესორი „პენსილვანიის უნივერსიტეტის“ დიზაინის სკოლაში. კანს ახასიათებდა მონუმენტური სტილი. მის მიერ შექმნილ პროექტებს ჰქონდა სიმძიმისა და სიმტკიცის შეგრძნებები.

ადრეული ბავშვობა კურესაარში გაატარა, მაშინდელი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1906 წელს მისი ოჯახი ემიგრაციაში წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა თავი აერიდებინათ რუსეთ-იაპონიის ომისთვის. 2003 წელს მასზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან ვიგებთ, რომ ამ დროს ოჯახს არ ჰქონდა კანისთვის ფანქრების შეძენის საშუალება, რის გამოც არქიტექტურულ ესკიზებს ნახშირის ჩხირების გამოყენებით ქმნიდა.

კანი ახალგაზრდობიდანვე გამოირჩეოდა ხელოვნებისადმი დიდი სიყვარულით. ფილადელფიის საშუალო სკოლაში სწავლის პერიოდში მიღებული აქვს არაერთი ჯილდო დიზაინისა და არქიტექტურის მიმართულებით. მოგვიანებით დაიწყო სწავლა არქიტექტურის კურსზე, სადაც დარწმუნდა, რომ კარიერა ამ სფეროში უნდა გაეგრძელებინა. მან უარყო „პენსილვანიის სახვითი ხელოვნების აკადემიიდან“ მიღებული შეთავაზება სტიპენდიის თაობაზე და დაიწყო მუშაობა სხვადასხვა პროექტებზე, რათა გადაეხადა სწავლის ფული პენსილვანიის უნივერსიტეტის არქიტექტურის კურსისთვის.

1924 წელს, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, კანი მუშაობდა ცნობილი არქიტექტორის, ჯონ მოლიტორის ოფისში უფროს არქიტექტორად.

1928 წელს კანმა ევროპული ტური მოაწყო. მას განსაკუთრებით აინტერესებდა შუა საუკუნეების გალავნით შემოსაზღვრული ქალაქი კარკასონი, საფრანგეთი და შოტლანდიის ციხესიმაგრეები. 1929 წელს შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა პოლ ფილიპ კრეტის, მისი ყოფილი კრიტიკოსის ოფისში.

1932 წელს კანმა და დომინიკ ბერნინგერმა დააარსეს არქიტექტურული კვლევის ჯგუფი, რომლის წევრები დაინტერესებულნი იყვნენ პოპულისტური სოციალური დღისწესრიგით და ევროპული ესთეტიკით.

კანის ადრეულ თანამშრომლობათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჯორჯ ჰოუ, რომელთანაც მან 1930-იანი წლების ბოლომდე იმუშავა ფილადელფიის საცხოვრებელი სახლების პროექტებზე. ამის შემდეგ მალევე დაიწყო ოფიციალური პარტნიორობა კანსა და ოსკარ სტონოროვს შორის, რომლის ფარგლებშიც მათ 54 პროექტი შექმნეს.

არქიტექტორის კარიერაში გარდამტეხი მომენტი 1950 წელს დაიწყო, როდესაც რომის ამერიკულ აკადემიაში არქიტექტორად მუშაობდა. იტალიაში, საბერძნეთსა და ეგვიპტეში უძველესი ნაგებობების ნანგრევების მონახულების შემდეგ, მან იპოვა საკუთარი სტილი და ხელწერა. 1961 წელს კანმა მიიღო გრანტი ფილადელფიის შენობების კვლევისა და გაუმჯობესების გეგმების დასახვისათვის.

american academy in rome

1953 წელს კანი აირჩიეს ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის (AIA) წევრად, 1964 წელს იგი გახდა ხელოვნებისა და ლიტერატურის ეროვნული ინსტიტუტის წევრი და იმავე წელს დაჯილდოვდა ფრენკ პ. ბრაუნის მედლით. 1968 წელს კანი გახდა ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და დაჯილდოვდა AIA-ს ოქროს მედალით.

2003 წელს მისმა შვილმა, ნათანიელ კანმა გამოუშვა დოკუმენტური ფილმი მამის შესახებ, რომელსაც „ჩემი არქიტექტორი: შვილის მოგზაურობა“ ჰქვია. აღსანიშნავია რომ ფილმი ოსკარის ჯილდოზე იქნა წარდგენილი.

ცნობილი პროექტები

the National Assembly Building of Bangladesh, დაკა, ბანგლადეში, (1962).

Phillips Exeter Academy Library, ნიუ-ჰემფშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, (1965).

Kimbell Art Museum, ტეხასი, ამერიკის შეერთებული შტატები, (1966).

Hurva Synagogue, იერუსალიმი, ისრაელი, (1968).

Arts United Center, ინდიანა, ამერიკის შეერთებული შტატები, (1973).

ფსიქოთერაპევტის სამუშაო სივრცე მინიმალისტური დიზაინით — ანუკა თავართქილაძის ნამუშევარი

როგორი იატაკის საფარის შერჩევა სჯობს აივნისთვის? – ექსპერტების რჩევები