„ფორმა მოსდევს ფუნქციას“ – სკანდინავიური დიზაინის მთავარი არსი ამაში მდგომარეობს. სწორედ ამ შინაარსზე დაფუძნდა 1874 წელს განათების დანიური მწარმოებელი „Louis Poulsen“. ეს არის ბრენდი, რომლის მთავარი ღირებულება ბუნებრივი სინათლის ასახვაა და რომლის განათებაც მომხმარებლის თვალისთვის სასიამოვნო გამოცდილებად უნდა იქცეს.
სუფთა ხაზები, ავთენტური ფორმები, ფერადი დიზაინი – სწორედ ასეთია ლუი პულსენის განათება. დანიური, მინიმალისტური და შუა საუკუნეების თანამედროვე დიზაინის გავლენით, ლუი პულსენი მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე განათების ფართო არჩევანს, მათ შორის ჭაღებს, გარე განათებასა და მაგიდის სანათებს.
Louis Poulsen ორმა ადამიანმა – განათების მწარმოებელმა ლუი პულსენმა და დანიელმა არქიტექტორმა პოლ ჰენინგსენმა დაარსეს. მათი თავდაპირველი მიზანი იყო, შეექმნათ ინოვაციური განათება. ამავდროულად, მათი პროდუქტი უნდა ყოფილიყო მარტივი და ელეგანტური. 1924 წელს კომპანიამ შექმნა „Paris Lamp“, რომელმაც სულ მალე მოიპოვა განსაკუთრებული აღიარება.
1926 წელს ლუი პულსენი და პულ ჰენინგსენი კოპენჰაგენში ახლადშექმნილი ფორუმის შენობის განათების უზრუნველსაყოფად აირჩიეს. მათ უნდა შეექმნათ განათება თანამედროვე, ლეგენდარული PH ნათურის გამოყენებით, სამი ფერის სისტემით.
1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, Louis Poulsen & Co. A/S– მა კოპენჰაგენში შეიძინა Laurits Henriksen ლითონის საწარმოს ქარხანა და გახდა განათების მოწყობილობების მწარმოებელი.
ჰენინგსენმა შექმნა კოპენჰაგენში ტივოლის ბაღების განათება, რომელიც საშუალებას აძლევს ბაღებს, დარჩეს ღია შუაღამემდე: ნათურების სინათლე არ ჩანს ქალაქის თავზე მყოფი თვითმფრინავებიდან.
PH5 ნათურა ამოქმედდა 1958 წელს: მის სახელში 5 აღნიშნავს მის 50 სანტიმეტრიან დიამეტრს.
1962 წელს, დანიის გარდა, ლუი პულსენის შვილობილი კომპანია შეიქმნა დასავლეთ გერმანიაში. სხვა შვილობილი კომპანიები შეიქმნა საფრანგეთში – 1964 წელს და შვედეთში – 1975 წელს. 1985 წელს შეერთებულ შტატებში, 1987 წელს კი ნორვეგიაში. ამასობაში, ლუი პულსენის გაყიდვებმა 1 მილიარდს გადააჭარბა.
მართალია, ლუი პულსენი 125 წელზე მეტია, თვალისმომჭრელ დიზაინებს ქმნის, არსებობს რამდენიმე კოლექცია, რომელიც ყველა დიზაინზე მაღლა დგას. მათ შორისაა PH Series. ამ სერიის პირველი „არტიშოკის ჭაღი“ 1958 წელს შეიქმნა და ის დღემდე ახერხებს მომხმარებლების მოხიბვლას. ასევეა „The PH 5 Pendant Light“, რომელიც თავისი ესთეტიკური და განსაკუთრებული დიზაინით გამოირჩევა.
ლუი პულსენის კოლექციებიდან ასევე გამორჩეულია AJ სერია, რომელიც თავისი შუა-საუკუნეებისა და სკანდინავიური დიზაინით ხასიათდება.
დღეს ლუი პულსენი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ დიზაინერებთან, როგორებიც არიან: Arne Jacobsen, Verner Panton, Øivind Slaatto, Alfred Homann, Oki Sato and Louise Campbell.
Louis Poulsen-ის განათების შეძენა საქართველოში Motif-ის შოურუმშია შესაძლებელი.