in

ლუკ ედვარდ ჰოლის ვიზუალური ექსპერიმენტი პარიზში

Banner M2
Banner M2

სასტუმრო „Les Deux Gares“ პარიზის შუაგულში განხორციელებული, ნამდვილი ვიზუალური ექსპერიმენტია. ეს სასტუმრო Gare du Nord-სა და Gare de l’Est-ის ქუჩებს შორისაა განთავსებული. მან სტუმრებს თავისი კარი ამ წლის ზაფხულში გაუხსნა.

სასტუმროს რეკონსტრუქციაზე ინტერიერის დიზაინერმა და ილუსტრატორმა ლუკ ედვარდ ჰოლმა (Luke Edward Hall) იზრუნა. სტუმრებისთვის წარსულში მოგზაურობის განცდის მისანიჭებლად მხატვარმა „ანტითანამედროვე“ მიდგომა გამოიყენა.  უცნაური ორნამენტების მქონე ნათელი ოთახები სხვადასხვა ეპოქისა და მხატვრული მოტივების ნაზავს წარმოადგენს.

მომწვანო შუშის კედლებით, შავ-თეთრი მარმარილოს იატაკებითა და ენდი უორჰოლის (d’Andy Warhol ) ვინტაჟური პოსტერებით გაწყობილი ეს ექსცენტრიული სასტუმრო, სტუმარს ხელოვნებით გაჯერებულ ეპოქებს შორის მგზავრობას სთავაზობს.

ეს ალბათ, ერთადერთი სასტუმროა პარიზში, სადაც სავარჯიშო დარბაზის კერდლები ასე ექსტრავაგანტულად, ყვავილებიანი შპალერითაა მოპირკეთებული.

რა ტიპის საღებავები არსებობს და რომელი ლიცენზირებული ბრენდებია წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე

ქართული ხალიჩის ისტორია