in

6 ფერი ინტერიერში, რომელთა გამოყენება არ ღირს ლურჯ ტონთან ერთად

როდესაც საქმე ინტერიერის დიზაინს ეხება, ლურჯი უამრავი ადამიანის საყვარელი ფერია, რადგან აქვს ძალიან მრავალმხრივი თვისებები და გამოირჩევა არაერთი საინტერესო ჩრდილით. მიუხედავად ამისა, ის ძალიან მკვეთრი ტონია, რის გამოც, არასწორად დაბალანსების შემთხვევაში, შეუძლია სივრცის სრულად ჩახშობა.

არსებობს უამრავი ფერი, რომლებიც ლურჯს უხდება, თუმცა, ამავდროულად არსებობს ისეთი ტონებიც, რომლებიც მას კატეგორიულად არ მიესადაგება. ამან შეიძლება ოთახი ძალიან დამღლელად და მომაბეზრებლად აქციოს. იმისთვის, რომ ეს თავიდან აირიდოთ, ინტერიერის დიზაინერები რამდენიმე ფერს გვირჩევენ, რომლებიც ლურჯთან ერთად არ უნდა გამოვიყენოთ.

ყვითელი

როდესაც ცას უყურებ, შეიძლება ლურჯი და მზისფერი ყვითელი შესანიშნავ კომბინაციად გეჩვენებოდეს, მაგრამ ინტერიერში ეს ორი ფერი ქმნის ძალიან კონტრასტულ ფონს, რაც თვალისთვის გამაღიზიანებელი და ზედმეტად კაშკაშაა. ამ ფერებს შეუძლიათ სწრაფად დაიპყრონ სივრცე და გამოიწვიონ ქაოსი.

ნათელი ყვითლის ნაცვლად, გამოიყენეთ მდოგვისფერი, რომელიც შედარებით ბუნებრივი ტონია და იძლევა სითბოს შეგრძნებას. ამავდროულად, ეს ფერი სივრცეს დახვეწილობისა და სიღრმის ეფექტს ანიჭებს.

მწვანე

ლურჯი და მწვანე საკმაოდ ტრენდული კომბინაციაა. ეს ფერები ადამიანების გონებაში ერთმანეთთან ძალიან სასიამოვნო ბალანსშია, რადგან ორივე საკმაოდ ბუნებრივი ტონია, თუმცა, სინამდვილეში, როდესაც ეს ორი მკვეთრი და კაშკაშა ტონი ერთმანეთს ინტერიერში ხვდება, იქმნება აგრესიული და რთულად დასაბალანსებელი სივრცე.

ამის ნაცვლად, დიზაინერები გირჩევენ მშვიდი მწვანე ჩრდილების გამოყენებას, რომლებსაც შეუძლიათ სახლში ნამდვილად ბუნებისგან შთაგონებული სიმშვიდე შემოიტანონ. მონაცრისფრო ელფერის მქონე ტონები უზრუნველყოფს სრულყოფილი კონტრასტის შექმნას ლურჯთან მიმართებაში.

წითელი

წითელი, თავის მხრივ, ძალიან ღრმა და მკვეთრი ფერია, რის გამოც კიდევ უფრო დრამატული ხდება, როდესაც ლურჯ ტონთან იწყებს ურთიერთობას. ეს ორი ფერი ერთად ქმნის არათანმიმდევრულ ინტერიერს, რომელიც არც თუ ისე კომფორტული და სასიამოვნოა. მათი დაწყვილება შეიძლება იყოს ძალიან რთული ნებისმიერი სტილის ინტერიერში.

თუმცა, თუ თქვენ გიყვართ წითელი ტონები და გსურთ მათი საცხოვრებელში დამატება, დიზაინერები გთავაზობენ შინდისფერს, რომელიც საკმაოდ მდიდარი და მოკრძალებული ელფერია და სასიამოვნოდ ავსებს ლურჯს. მისი თბილი და ელეგანტური თვისებები აძლიერებს ლურჯის სიგრილეს და ქმნის ჰაეროვან ინტერიერს.

ნარინჯისფერი

ერთი შეხედვით, ნარინჯისფერი შესანიშნავად უნდა ერგებოდეს ლურჯ ჩრდილებს, მაგრამ სახლში ეს ორი ფერი ნამდვილად ვერ უგებს ერთმანეთს. იმის ნაცვლად, რომ ერთიანი და ჰარმონიული სივრცეები შექმნან, ისინი მიდრეკილნი არიან იმისკენ, რომ მთელი სივრცე თავად აითვისონ, რის გამოც არასასიამოვნო კონტრასტი იქმნება. მათი თამამი და კონტრასტული ბუნება ერთმანეთს ეჯახება და იწვევს ზედმეტად ინტენსიურ შეგრძნებას.

ამის ნაცვლად, დიზაინერები გთავაზობენ ნარინჯისფრის ატმისფერი ჩრდილით შეცვლას, რომელიც საკმაოდ რბილი და თბილი ფერია. ეს ნაზი ტონი ჰარმონიულად ეხამება ლურჯს და არ იწვევს მკვეთრ აქცენტებს. ატმისფერი აღძრავს მშვიდ და მისასალმებელ ატმოსფეროს, რომელიც სასიამოვნოა თვალისთვის და აერთიანებს დახვეწილ და ელეგანტურ შეგრძნებას.

კიდევ ერთი არჩევანია ნარინჯისფრის ტერაკოტათი ჩანაცვლება, რომელიც ძალიან მშვიდი და ბუნებრივი ტონია და ძალიან კარგად ერწყმის ლურჯ ტონებს. ანალოგიურად, ლურჯი სწორედ ის ფერია, რომელიც სრულყოფილად ავსებს ტერაკოტას. ორივე მათგანის მდიდრული ხასიათი და სითბო სახლს მშვიდ და ჰარმონიულ აქცენტებს მატებს.

იასამნისფერი

დიზაინერების თქმით, ლურჯი და იასამნისფერი ძალიან რთულ წყვილს ქმნის. ორივე მათგანი საკმაოდ თვალშისაცემია, რაც მთლიანობაში, ზედმეტად ენერგიულ და გადატვირთულ ინტერიერს ქმნის. ამ კომბინაციას შეუძლია სივრცე ქაოსური და არაკოორდინირებული გახადოს.

იასამნისფრის ნაცვლად, შეგიძლიათ არჩევანი ლავანდისფერზე შეარჩიოთ, რომელიც ბევრად უფრო თბილი და ჰარმონიული ფერია და იდეალურად ურთიერთქმედებს ლურჯთან. მისი მსუბუქი ხასიათი ავსებს ლურჯი ფერის სიგრილეს და ქმნის მშვიდ, შეკრულ ატმოსფეროს, რომელიც იდეალურია დასვენებისათვის.

ყავისფერი

ყავისფერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფერია ინტერიერის დიზაინში, მაგრამ, როგორც ჩანს, ის ძალიან ცუდ კონტრასტს ქმნის ლურჯთან და ამ ორი ფერის ურთიერთობით იქმნება ძალიან მოსაწყენი გარემო. ორივე მათგანი საკმაოდ მძიმეა, რის გამოც მათ უჭირთ ერთმანეთთან სასიამოვნო ბალანსის პოვნა.

კლასიკური ყავისფერი ჩრდილების ნაცვლად, გამოიყენეთ ხისფერი აქცენტები. ხისფერი ყავისფრის უფრო ღია და ნეიტრალური ელფერია და სივრცეს ელეგანტურობასა და დახვეწილობას მატებს, თავად ლურჯს კი საშუალებას აძლევს, გამოირჩეოდეს მისთვის დამახასიათებელი სიმძიმისა და სიმკვეთრის გარეშე.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

კონტრასტული მასალების საინტერესო სინთეზით შექმნილი ინტერიერი იპოდრომთან — სტუდია „4visual“-ის ნამუშევარი

5 ნივთი თქვენი სახლისთვის, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის სტილის ინტერიერს დაამშვენებს