in

m2-ისა და Homeis.ge-ს მიერ ორგანიზებული კონტენტის შემქმნელის კონკურსის ფინალური ტური შედგა

დღეს, 20 აპრილს, m²-ისა და Homeis.ge-ს მიერ ორგანიზებული კონტენტის შემქმნელის კონკურსის ფინალური ტური შედგა. მესამე ეტაპის დავალება კონკურსანტებმა m2 გალერეაში შეასრულეს, სადაც ისინი გაეცნენ კომპანიის მიმდინარე პროექტებსა და მუშაობის სპეციფიკას.

კონკურსი საკმაოდ არასტანდარტულ გარემოში ჩატარდა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, აერჩიათ მათთვის სასურველი ოთახი m²-ის შოურუმიდან და დავალება “სახლურ” გარემოში შეესრულებინათ ყოველგვარი სტრესისა და დაძაბულობის გარეშე.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველ ეტაპზე 500-ზე მეტი განაცხადი დაფიქსირდა. ორი ტურის შედეგად გამოვლინდა 7 ფინალისტი: სოფი კორხელაური, არჩილ გელაშვილი, ლუკა დოლიძე, გვანცა კალანდაძე, ბექა შათირიშვილი, სალომე გორგოშიძე და ანი კაკურია.

ფინალისტებმა დღეს საბოლოო ნამუშევრები წარადგინეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჟიურის მიერ დავალებების შეფასდება, რის შემდეგაც დასახელდება 3 გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი პრიზები, ხოლო ერთ იღბლიან კონკურსანტს m² კომპანიაში დასაქმებას შესთავაზებს.

ქართული არქიტექტურა და დიზაინი როგორც დამოუკიდებელი ცნება – ინტერვიუ “იდააფ არქიტექტორების” დამფუძნებელთან, ნანა ზაალიშვილთან

6 ისტორია მამაკაცების ჩრდილში მოქცეული ქალი დიზაინერების შესახებ