„homeis შეკრების“ რიგით მეორე ღონისძიება ახლოვდება. შეგახსენებთ, ერთი წლის წინ, საქართველოში პირველად ჩატარდა ონლაინ გამოცემა homeis.ge-ის ღონისძიება „homeis.gathering“. მისი დიდი გამოხმაურებიდან გამომდინარე, წელს, homeis.ge-ს გუნდმა უფრო მასშტაბური „შეკრება” დააორგანიზა. შესაბამისად, 29 სექტემბერს, ონლაინჟურნალი homeis.ge „ლისი დეველოპმენტთან” ერთად, მორიგ ღონისძიებას გამართავს და არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და დეველოპერული სფეროს წარმომადგენლებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს. წლევანდელი „homeis შეკრების“ მთავარი თემაა „ანაბეჭდი“, როგორც შემოქმედის ინდივიდუალური ხელწერის აღმნიშვნელი სიმბოლო არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში.
ღონისძიების ფორმატის ფარგლებში აუდიტორიის წინაშე ისაუბრებენ სპეციალურად მოწვეული სპიკერები, ასევე, გაიმართება პანელური დისკუსიები. აუდიტორიის წინაშე წარდგებიან ისეთი სტუდიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Ricardo Bofill Taller de Arquitectura (RBTA), Architects of Invention, UN Studio, Architects.ge, MUA, Extendo, ენდიზაინი, r312 architects, Nakanimamasakhlisi და სხვა.
ღონისძიების პარტნიორია MA Architects. „homeis შეკრების“ მხარდაჭერაზე MA Architects-ის წარმომადგენლები გვესაუბრნენ.
თქვენი შეფასებით, რა მნიშვნელობა აქვს „homeis შეკრებას“ არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროს განვითარებისთვის საქართველოში?
ვფიქრობთ, რომ „homeis შეკრება“ საუკეთესო შესაძლებლობაა არქიტექტორებისა და ამ სფეროსთან დაახლოებული ადამიანებისათვის, რომ აქტიურად ჩაერთონ საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებში, გაეცნონ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მოქმედ სტანდარტებს, საუკეთესო ადგილობრივ და საერთაშორისო პრაქტიკებს, მათ მრავალფეროვნებასა და მიგნებებს.
რატომაა MA Architects-თვის მნიშვნელოვანი და ღირებული ასეთი ღონისძიების მხარდაჭერა?
„მა არქიტექტსი“ მთელი თავისი იდეოლოგიით ეფუძნება სოციუმზე მორგებული არქიტექტურული გადაწყვეტების შეთავაზებას საზოგადოებისთვის. ის ემიჯნება შენობის , როგორც ცალკეული ერთეულის გაგებას და ცდილობს, გარკვეული ტერიტორიის ისტორიისა და კულტურის სინთეზით გაჰყვეს არქიტექტურის თანამედროვე გადააზრებას. სწორედ ამიტომ, ქართულ რეალობაში მსგავსი ტიპის ღონისძიება, რომელსაც homeis.ge გვთავაზობს, ოქროს გასაღებია ჩვენსა და საზოგადოებას შორის.
წლევანდელი მთავარი თემაა „ანაბეჭდი“. რა მოლოდინი გაქვთ გაქვთ ღონისძიებასთან დაკავშირებით?
გვსურს, როგორც ცოცხალმა ორგანიზმმა, სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობით ვუპასუხოთ წლის მთავარ თემას – ,,ანაბეჭდის არქიტექტურა”. თანამედროვე ქართული არქიტექტურის ისტორიაში იშვიათად გვხვდება ნიმუშები ობიექტებისა, რომლებიც ჯანსაღად ავლებენ ფილოსოფიურ ხაზს ტრადიციულ არქიტექტურასა და თანამედროვე მიდგომებს შორის. ეს არის დინამიკური არქიტექტურული პრაქტიკა, რომელიც გატაცებულია თანამედროვე არქიტექტურის შექმნით, ამასთან, პატივს სცემს და აფასებს გარემოს, რომლითაც ის არის მოცული.
ჩვენთვის ღონისძიების შემდგომი მიზნები სწორედ ამ სულისკვეთებით გაჯერებული „ანაბეჭდის“ დატოვებისკენაა მიმართული, რომელიც ცალსახად პასუხობს ჩვენი ორგანიზაციის მიზნებს: საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული ქალაქგეგმარება, მდგრადი განვითარება და არქიტექტორთა ერთიანობის მიღწევაზე ზრუნვა, უტილიტარულ-ფუნქციონალური, ესთეტიკურ-სტილისტური და ეკონომიკურ-ეკოლოგიური საკითხების ოპტიმალური სინთეზირებით არქიტექტურულ საქმიანობაში არსებული პრობლემების პრევენცია.
ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ tkt.ge-ზე.
კორპორატიული შესყიდვების მსურველებს, შეგიძლიათ მოითხოვოთ ინვოისი შემდეგ მისამართზე: event@tkt.ge
ინვოისის მისაღებად დაგჭირდებათ შემდეგი ინფორმაციის გადაგზავნა: შემსყიდველი კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და ბილეთების რაოდენობა.
ღონისძიების წარმდგენია ლისი დეველოპმენტი.
პარტნიორები: Render Group, JYSK, ცელსიუსი, კაპაროლი, გაბილდი, veli.store, ss.ge, ზიკერ საქართველო.
მხარდამჭერები: Miele, TON, რივერსაიდი, MA Architects, ელიტ ელექტრონიქსი, IPS, ლაზიერი, Next Building Technologies, Office Technologies, TBC Concept, ალდაგი, Archtrade, BUILDY.