in

როგორ შევქმნათ მაგიდის საახალწლო დეკორაცია ჩვენი ხელით – “ამელის” ეტაპობრივი ფოტო ინსტრუქცია

ახალი წლის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ყველა ჩვენგანი ფიქრობს საახალწლო სუფრის დეკორზე. დღესდღეობით ამ მხრივ ბაზარზე ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს, თუმცა, როგორც ცნობილია, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები განსაკუთრებული ემოციური დატვირთვის მქონენი არიან. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ სწორედ ისეთი დეკორაციების თემა შევარჩიეთ, რომელთაც მარტივად დაამზადებთ სახლის პირობებში. ამაში კი ყვავილების მაღაზია “ამელის” ფლორისტების გუნდი დაგვეხმარება:

  1. ნაძვის ტოტებით გაფორმებული სასანთლე საახალწლო სუფრისთვის

ამ დეკორაციის შესაქმნელად თქვენ დაგჭირდებათ:

  • ნაძვის ტოტები
  • ბიოფლორა
  • ხის ტოტები
  • გირჩები
  • ნებისმიერი კენკროვანი დეკორი (კოწახური, ასკილი, ტყის კენკრა, ჰიპერიკუმი…)
  • სანთელი
  • ცხელი წებო
  • ხელოვნური თოვლის სპრეი (სურვილის შემთხვევაში)

ნაბიჯი #1: წყლით დასველებულ ბიოფლორაში (რომელიც ხელმისაწვდომია თითქმის ყველა საყოფაცხოვრებო მაღაზიაში) ჩაამაგრეთ ნაძვის ტოტები ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები:

ნაბიჯი #2: მიღებულ ფორმას დაამაგრეთ ხის ტოტები და კენკროვანი მცენარე:

ნაბიჯი #3: ცენტრალურ ნაწილში ჩაამაგრეთ თქვენთვის სასურველი ფერისა და დიზაინის მქონე სანთელი:

ნაბიჯი #4: ცხელი წებოს მეშვეობით დაამაგრეთ დეკორაციას გირჩები:

თქვენი საახალწლო სასანთლე მზად არის

ნაბიჯი #5: იმ შემთხვევაში თუ თოვლის ეფექტის მიღება გსურთ, გამოიყენეთ სპეციალური სპრეი და თქვენი დეკორაცია უფრო რომანტიკულ ხასიათს მიიღებს:

2. ცქრიალა ღვინის სადგამი საახალწლო სტილში

ამ დეკორაციის შესაქმნელად თქვენ დაგჭირდებათ:

  • ნაძვის ტოტები
  • მომცრო ზომის ნაძვის ტოტებისგან დამზადებული გვირგვინი
  • პენოპლასტის რგოლი
  • სასურველი ფორმისა და დიზაინის მქონე ლარნაკი

ნაბიჯი #1: ჩააწყვეთ ლარნაკში ნაძვის ტოტები:

ნაბიჯი #2: ნაძვის ტოტებს ზემოდან დაამაგრეთ პენოპლასტის რგოლი:

ნაბიჯი #3: მოათავსეთ ბოთლი სადგამში და გააფორმეთ გვირგვინით:

თქვენი ცქრიალა ღვინის სადგამი მზად არის

 

“არე” – არქიტექტურული სტუდია მრავალფეროვანი პროექტებით

თეთრი კვადრატი გრანდიოზულ საახალწლო აქციას იწყებს