in

მალიორკაში მდებარე Casa Palerm

Banner M2
Banner M2

Casa Palerm არის კერძო აგარაკის ტიპის სასტუმრო, რომელიც მალიორკაში  არქიტექტურული ოფისის OHLAB– ის მიერ აშენდა. მთავარი და სახასიათო დიზაინერული ელემენტი შენობის შუაში არსებული ჭრილია, რომელიც რეტრო კინოთეატრის ეკრანის ზომის გამეორებით ულამაზეს სანახაობასა და ხედებს ქმნის.

შენობის ერთ მხარეს არის სამზარეულო, მის უკან საძინებელი ოთახი და აბაზანა. ღია სივრცის მეორე მხარეს კიდევ ორი საძინებელი და სველი წერტილია.

OHLAB– მა ინტერიერისთვის შეარჩია მარტივი მასალები, როგორიცაა ადგილობრივი ბუნებრივი ქვა, ხე და  ცემენტის იატაკები. მყარი იატაკის საპირისპიროდ ჭერში ნაქსოვი ლერწმის საფარია გამოყენებული.

ბეტონის ტერასები გადაჭიმულია ცენტრალური საცხოვრებლისა და სასადილო ოთახის ორივე მხარეს. თუ მობინადრეები ტერასის ბოლოს დაბალ და მყუდრო სკამზე დასხდებიან მათ წინ 2,66: 1 თანაფარდობის ხედი გადაიშლება. სახელწოდებით CinemaScope, ეს არის ფართომასშტაბიანი ეკრანის ფორმატი, რომელიც 1950-იან წლებში ჰოლივუდური სტუდიის 20th Century Fox- ის მიერ შეიქმნა.

ძველი CinemaScope– ის ისნპირაციით შექმნილი ხედი მნახველს ძველი კინოთეატრის ასოციაციას უჩენს.

დიზაინერების თქმით, სამხრეთ ტერასიდან შესაძლებელია  მისაღები ოთახის, როგორც ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი სიუჟეტის ყურება. ასევე მინდვრები და  ტრამონტანას მთები გასაოცარ პანორამულ სურათს ქმნის.

დიზაინში ტრადიციული მალიორკული სტილი გვხვდება, მაგალითად კაშკაშა ფირუზის ჟალუზები, რომელიც ინტერიერს ახალისებს და სიგრილეს უნარჩუნებს.

არქიტექტურულმა კომპანიამ შენობა მხოლოდ ექვსი მეტრის სიგანის ააშენეს, რადგან არ გამოეყენებინათ სვეტები შიდა სივრცის გასამყარებლად. ინტერიერშიც სუფთა და გაშლილი სივრცეები ჩნდება, ყოველგარი დაბრკოლების გარეშე.

სახლის გარშემო ფოთლოვანი ხეები ზაფხულის ჩრდილს წარმოქმნის. წვიმის წყლის ავზი აგროვებს წყალს აუზისთვს, ბაღისთვისა და სახლის სველი წერტილებისთვის. ჩრდილოეთით მდებარე ტერასიდან ულამაზესი ლანდშაფტის ხედები იშლება. ასევე, ტერასიდან შეიძლება მის ქვეშ მდებარე საცურაო აუზთან დაკავშირება.

დამალული სახლი რუსეთში

მინიმალისტური და ორგანული საძინებლები