in

რატომ არის საჭირო მარილი ჭურჭლის სარეცხის მანქანისთვის და რა სიხშირით უნდა გამოვიყენოთ ის?

ჭურჭლის სარეცხი მანქანა მნიშვნელოვნად ამარტივებს ცხოვრებას დიასახლისებისთვის. მოწყობილობა ასრულებს არასასიამოვნო საყოფაცხოვრებო სამუშაოებს, იყენებს წყალსა და ელექტროენერგიას და მაქსიმალურად ასუფთავებს ჭურჭელს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ამას გარდა, მისი გაწმენდა სპეციალური ქიმიური საშუალების დახმარებით არც თუ ისე რთულია. თუმცა, ქიმიკატების გარდა, არსებობს რამდენიმე გავრცელებული საშუალებაც, რომელიც ტექნიკის გაწმენდაში დაგვეხმარება. მათ შორის ყველაზე უფრო პოპულარული მარილის დამატებაა. დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, რატომ არის საჭირო მარილი ჭურჭლის სარეცხის მანქანისთვის და რა სიხშირით უნდა გამოვიყენოთ ის.

რატომ არის საჭირო მარილის დამატება?

ონკანის წყალი შეიცავს დიდი რაოდენობით ტუტესა და მარილებს, მათ შორის მაგნიუმსა და კალციუმს, რომლებიც იშლება და რჩება ტექნიკის ზედაპირზე. ეს ყოველივე აფერხებს ჭურჭლის სარეცხი მანქანის მუშაობას, მის ეფექტურობას და შეიძლება მისი მექანიკური დაზიანებაც კი გამოიწვიოს. ამის თავიდან ასარიდებლად თანამედროვე მოდელებს უკვე უმატებენ სინთეზურ ნაწილაკებს, რომლებიც არბილებენ მყარ ნივთიერებებს, მაგრამ დამატებითი ეფექტურობისთვის კარგი გზაა ნატრიუმის ქლორიდი, რომელსაც მარილი დიდი რაოდენობით შეიცავს. სწორედ ეს გახლავთ ის მთავარი მიზეზი, რის გამოც მარილს განსაკუთრებული ეფექტი გააჩნია.

რამდენად ხშირადაა საჭირო მარილის დამატება?

მარილი უნდა ჩაყაროთ ხსნარებისთვის განკუთვნილ სპეციალურ განყოფილებაში. საშუალოდ, ერთ ჯერზე რეკომენდებულია 3-4 სუფრის კოვზის დამატება, რომელიც საკმარისია 1-3 თვის განმავლობაში, მაგრამ პერიოდი დამოკიდებულია უშუალოდ რეცხვის სიხშირეზე. ამის შემდეგ რეზერვუარი უნდა შეივსოს შესაბამისი ხსნარებითა და სარეცხი საშუალებებით, რომლებსაც ყოველდღიურობაში ვიყენებთ. აღსანიშნავია, რომ მარილის დიდი რაოდენობით და ხშირად დამატება რეკომენდებული არ არის, რადგან ამან შესაძლოა ტექნიკაზე საწინააღმდეგო გავლენა მოახდინოს და მისი გაწმენდისა და თავდაპირველი ბზინვარების აღდგენის ნაცვლად, დააზიანოს საფარი.

არის თუ არა აუცილებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის მარილი?

ამ შეკითხვაზე რამდენიმე განსხვავებული პასუხი არსებობს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა პასუხისმგებელია საჭმლის ნარჩენების გადამუშავებაზე, მას უწევს დიდი რაოდენობით ქიმიკატების და მყარი ნაწილაკების დაშლაც, რაშიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მარილი ერთ-ერთ დამხმარე ფაქტორს წარმოადგენს. თუმცა იმ შემთხვევაში თუ თქვენ მისი გამოყენება არ გსურთ, შესყიდვის ეტაპზე გონივრულად შერჩეული ტექნიკა უზრუნველყოფს იმას, რომ პირვანდელი სახე მარილის დამატების გარეშეც მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ მარილი საკმაოდ მარტივი და კომფორტული საშუალებაა, რომელიც ჭურჭლის სარეცხის მანქანას იცავს ლაქებისა და მექანიკური დაზიანებისგან. მისი გამოყენება აუცილებელი არ არის, თუმცა გამოყენების შემთხვევაში დამატებითი სისუფთავის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

10 ადგილი თბილისში, სადაც საუთოებელ მაგიდას შეიძენთ

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საცხოვრებელი კომპლექსი მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად?