in

Chalet Sno Marco Polo – გუდაურთან ერთად დაბადებული გამორჩეული ტიპის სრულიად ახალი დასასვენებელი შალეები

შალე შენობის ტიპია, რომელიც, უმეტესწილად, სამთო კურორტებზეა გავრცელებული. ის ხის მასალისგან არის აგებული და აქვს ძალიან მყარი სახურავი და კედლები – ეს კი იმიტომ, რომ სახლმა ტემპერატურა შეინარჩუნოს. ზოგადად, ტერმინი “შალე” მომდინარეობს შვეიცარიისა და ფრანგული სავოიას არპიტანური ენიდან. მისი  თავდაპირველი მნიშვნელობა “მწყემსის ქოხი” იყო. განსხვავებით დღევანდელობისგან, ის ადრე ხშირად შენდებოდა მიწის ქვეშ. შალეებმა დროთა განმავლობაში თანამედროვე მასალებიდან და კონსტრუქციებიდან გამომდინარე, იერსახე შეიცვალა.

შალე დღესაც პოპულარულ შენობის ტიპს მიეკუთვნება და მას ვხვდებით თითქმის ყველგან, სადაც მაღალმთიანი ადგილია. გამონაკლისი არც საქართველოა, აქ შალეს ტიპის შენობებს „მარკო პოლო გუდაურის“ სასტუმრო აერთიანებს. ის კურორტზე პირველი ევროპული სტანდარტების სასტუმროა და თან საკმაოდ საინტერესო ისტორიაც აქვს. კერძოდ, მაშინ, როდესაც გუდაურის სასტუმრო ავსტრიელებმა დააპროექტეს, დღევანდელ შალეებს მშენებლობის პროცესში სასტუმროს თანამშრომლების დასარჩენ ადგილად იყენებდნენ. მოცემულმა სამმა შენობამ დროთა განმავლობაში ფუნქცია დაკარგა. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, გადაწყდა, რომ ისინი ახალ სიცოცხლეს დაიბრუნებდნენ. სწორედ ასე შეიქმნა მარკო პოლოს შალეები გუდაურში.

„მარკო პოლო გუდაურში“ არსებული თითოეული შალე 8-12 სტუმარს იტევს, რომლებსაც სრულად შეუძლიათ ისარგებლონ სასტუმროს სერვისებით. შალე მოიცავს 4 საძინებელს საკუთარი სველი წერტილით, მისაღებ ოთახს, სამზარეულოსა და ტერასას. სასტუმროში გვხვდება თანამედროვე ტიპის დიზაინის მქონე ინტერიერი, ფიტნეს ცენტრი, სპა, დახურული აუზი, ბილიარდისა და ბოულინგის დარბაზები. როგორც ცნობილია, აღნიშნული შალეების შექმნისას, შთაგონება ალპური შალეები იყო.

პროექტის ფარგლებში ადგილზე არსებული სამი კოტეჯი ჩანაცვლდა შალეს ტიპის შენობებით, რომლებმაც შეინარჩუნეს გაბარიტული ზომები და ალპურ ვიზუალთან ერთად შეიძინეს ოჯახების ან დიდი ჯგუფების მასპინძლობის ფუნქცია. როგორც პროექტის ავტორები გვიამბობენ, შალეების ფორმას მათ პირდაპირ კარნახობდა მთების ტეხილის კონტური, რომელიც ფონად გასდევს საპროექტო სივრცეს.

რაც შეეხება ინტერიერს, ის სპეციალურად შეიქმნა თბილ ტონალობებში და მისაღებ ოთახში მდებარე ბუხართან ერთად ქმნის მყუდრო და კომფორტულ გარემოს სტუმრებისთვის.

მარკო პოლო გუდაური“ გამორჩეულია თავისი ისტორიით. ფაქტობრივად, მარკო პოლო და გუდაური ერთად დაიბადა და 1988 წელს ამ კურორტზე პირველი ევროპული სტანდარტების სასტუმრო აშენდა. დღეს უკვე მარკო პოლო წლის განმავლობაში  55,000 სტუმარს მასპინძლობს.

პირველ სათხილამურო ტრასასთან “Ski in Ski out” მდებარეობა განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის სასტუმროს ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის. სტუმრებს ნებისმიერ სეზონზე აქვთ საშუალება, დატკბნენ გუდაურის მთების პანორამული ხედებით და დაკავდნენ სხვადასხვა აქტივობით: პარაპლანი, ჰაიკინგი, კვადროციკლი და სხვ.

ეს სასტუმრო ბევრისთვის საყვარელ ადგილს წარმოადგენს არამხოლოდ ზამთარში, არამედ სხვადასხვა სეზონზეც.

ფოტოგრაფი: ნიკა ფანიაშვილი

პატარა სამზარეულოს გონივრული მოწყობის 5 წესი

“ვილეროი ბოხისა” და რუსუდან ფეტვიაშვილის თანამშრომლობა გრძელდება