in

მარტივი იდეები სათამაშო ოთახის მოსაწყობად სხვენსა თუ სარდაფში

ბავშვობაში ყველას ქონია ამოტრიალებული მაგიდით და პლედით სახლის, ხეზე კი – შტაბის მოწყობის მცდელობა. სივრცე, რომელიც მხოლოდ ბავშვებს ეკუთვნით და თან მათ სურვილებს ნაწილობრივ მაინც პასუხობს, ძალიან მნიშნელოვანია მათივე განვითარებისთვის. სხვენიანი თუ სარდაფიანი სახლების მეპატრონეებს ამ მხრივ ფართო არჩევანი აქვთ მრავალფუნქციური სათამაშო ოთახის მოსაწყობად.

გიზიარებთ 10 მარტივ რჩევას, თუ როგორ გარდაქმნათ თქვენი აუთვისებელი ფართი სათამაშო სივრცედ:

    1. გაიტანეთ ყველა ზედმეტი ავეჯი თუ ნივთი;
    2. დააგეთ რბილი იატაკი. ფუნქციონალური და სახალისო იქნება “კლასობანას”, თავსატეხებით, ლაბირინთებით, გასართობი აქტივობებით დაბეჭდილი ხალიჩა;
    3. შექმენით მყუდრო და ამავდროულად კითხვისათვის საკმარისი განათება;
    4. კედლები მხიარული შპალერით გააფორმეთ; თუ გეხერხებათ, მოხატეთ ბავშვების ინტერესზე მორგებული თემატიკით;
    5. გაითვალისწინეთ წიგნების თაროები და სათამაშოების შესანახი კარადები;
    6. შეიძინეთ ფერადი პუფები ან კედლის გაყოლებაზე დაყარეთ ჭრელი ბალიშები, სადაც ბავშვები მოსვენებას შეძლებენ;
    7. მოაწყვეთ საკითხავი კუთხე – დაკვირვებებმა აჩვენა, რომ პატარებს კარვებში კითხვა დიდ სიამოვნებას ანიჭებთ და კონცენტრაციაშიც ეხმარებათ;
    8. დადგით მაგიდა, სადაც პატარები დახატავენ, გამოძერწავენ და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას დაეუფლებიან;
    9. ფართი თუ საშუალებას მოგცემთ, მოაწყვეთ სპორტული კუთხე – ბატუტი, შვედური კედელი, ჭერიდან დაშვებული საქანელა, ჰამაკი, ა.შ.
    10. დაკიდეთ დაფა, ან რომელიმე კედელი სპეციალური საღებავით დაფერეთ, რომელზეც ცარცებით ხატვა იქნება შესაძლებელი.

ნებისმიერი სივრცე მცირე ძალისხმევითაც შეგიძლიათ გარდაქმნათ ზღაპრულ სათამაშო ოთახებად, საიდანაც ბავშვების გამოყვენა თითქმის შეუძლებელი იქნება. 

ფოტო: Change & Co

ფოტო: Planete Deco

ფოტო: Beinfield

M.A.Di. – ასაწყობი სახლი

მეტალი – შენობის მოსაპირკეთებელი მასალა