ბევრი მამაკაცი ოცნებობს საკუთარ “ბუნაგზე”, სადაც მას არ მიუთითებენ თუ როგორი შპალერი გააკრას საძინებელში და რატომ უნდა დაიდგას შესასვლელში “ვარსკვლავური ომების” მფრინავის მაკეტი. ძალიან იშვიათად ხდება, რომ მოზარდობის პერიოდის ოცნებების ახდენისთვის საჭირო ფინანსების გაჩენამდე ვინმემ ცხოვრების მეგზურის გარეშე მიაღწიოს.
ამ ახალგაზრდა მამაკაცის ისტორია სწორედ ის შემთხვევაა, როცა ჭაბუკური ოცნებები რეალობად იქცევა. ქალაქ გაოსუნში, 30 წლის ტაივანელმა ინჟინერმა, მხოლოდ საკუთარი სურვილების შესაბამისი ბინის შექმნა გადაწყვიტა, ხოლო House Design Studio-ს სპეციალისტები ხალისით დათანხმდნენ ამ პროცესში ჩართვაზე. სწორედ მათი ერთობლივი მუშაობის პირმშოა ეს შესანიშნავი ბინა.
პროექტის ჯამური ფართი 92 კვადრატული მეტრია, თუმცა შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბინა გაცილებით დიდია. ეს დიდი რაოდენობის თავისუფალი სივრცისა და ტიხრების არ არსებობის შედეგია.
პირველი, რაც თვალში გვხვდება, კაპიტან ამერიკას ფარია, ხოლო ჰალკის ხელი, რომელიც კედელს ხვრეტს, კიდევ უფრო შტამბეჭდავია ვიდრე პირველი შურისმაძიებლის იარაღი. მარველის გმირების ნათელ ელემენტებს ბინის საერთო თავშეკავებული ინტერიერის ფონზე მრავალფეროვნება და დადებითი ემოციები შემოაქვს.
მთელი ბინა სტერეოტიპულ-მამაკაცურ ინდუსტრიალურ სტილშია შესრულებული. ცივი ტონები და ვიზუალური არასრულყოფილება, აგურის თვალსაჩინო წყობა, ხილული რიგელები და არმატურა ზედაპირზე. ყველაფერი ეს პატარა, თუმცა ძალიან ზუსტი დეტალებითაა შეზავებული, რომელიც ინტერიერს სიცოცხლესა და ფერებს სძენს.
მოპირკეთებისა და ტექსტურის კეთების დროს მასალების ფართო სპექტრი იქნა გამოყენებული: ბეტონი, ფოლადი, შუშა, ხე და სხვა. უფროსი თაობის ბევრი ადამიანი თვლის, რომ ინდუსტრიალურ სტილში შესრულებული ბინები დაუსრულებელია და ცხოვრებისთვის გამოუსადეგარი, ამიტომაც თავიდან მესაკუთრე თავის მშობლებს ბინის რემონტის სტილს უმალავდა.
დავუბრუნდეთ ყურადღების მიმპყრობ და ინტერესის გამომწვევ წვრილმანებს. თუ საძინებელს უკეთ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ტუმბოს უზარმაზარი რუბიკის კუბი ცვლის. თავიდანვე ჩანს, რომ ეს ნივთი ცნობილი ერნე რუბიკის თაყვანისმცემელი ინჟინრის შექმნილია.
ძალიან წარმატებული გამოვიდა სასტუმრო ოთახი. თუ დავუკვირდებით, ის ასევე სამუშაო კაბინეტის ფუნქციასაც ითავსებს. ერთი შეხედვით, საერთო სივრცე მობილური ტიხრის მეშვეობით ადვილად იყოფა. თავიდან ის შეუმჩნეველიც კია და ინტერიერის დეკორატიულ ნაწილს ჰგავს. სინამდვილეში, ეს ასე არაა. მაგიდა და სკივრის ფორმის ტუმბო აღფრთოვანების ღირსია. მართალია, ფეხების დასადგამი ადგილი არ არის, მაგრამ როგორც იტყვიან, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. ფოლადის თაროები და ტყავის ყავისფერი დივანი Chesterfield ოთახში მშვიდ ატმოსფეროს ქმნის, რაც მძიმე სამუშო დღის შემდეგ მოდუნების კარგი საშუალებაა.
შესასვლელში შეგვძლია დავინახოთ სტენდი წარწერით: «We eat to live or live to eat» და «You get to enjoy your wealth» რაც ნიშნავს: „ჩვენ ვჭამთ რომ ვიცოცხლოთ თუ ვცოცხლობთ რომ ვჭამოთ“ და „მიიღეთ სიამოვნება თქვენი სიმდიდრისგან“. ქვევით კი დახატულია ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და მის ირგვლივ სხვადასხვა სასარგებლო კვების პროდუქტი. კარგი მოტივაციური ფრაზები კი წარმატების საწინდარია.
ბინის სიღრმეში შესვლისას, ჩვენ სამზარეულოში ვხვდებით, სადაც ასევე შეიძლება ღირშესანიშნაობების ნახვა. რკინის კარები ილუმინატორით და მასზე მიმაგრებული მაგიდა – მარტოხელა მამაკაცის მშვენიერი სასუზმო ადგილია.
მაგიდას საყრდენად ფოლადის ბორბალი ემსახურება. როგორც ჩანს, ეს ელემენტი მიესადაგება ილუმინატორს, სადაც ოჯახური ფოტოსურათია ჩასმული. ბარის სკამები კი ძალიან მოხდენილად ავსებს ამ უჩვეულო კომპლექტს.