ჩინურმა არქიტექტურულმა სტუდიამ – MAD Architects თავისი ახალი პროექტის კონცეფცია გაასაჯაროვა რომელიც ისტორიული მატარებლის სადგურის გადაკეთებას და მისთვის მიწისქვეშა ტერმინალის დამატებას გულისხმობს. კონცეფციაში არსებულ მიწისზედა პლატფორმას ორივე მხარეს შუშის მოსაცდელი დარბაზები დაემატება, ხოლო მიწისქვეშა სართულზე განთავსდება მასშტაბური სავაჭრო სივრცეები. პროექტი ასევე მოიაზრებს არსებული პარკის რეკონსტრუქციას. პროექტი 35.4 ჰექტარს მოიცავს და გულისხმობს 1907 წელს აშენებული მატარებლის სადგურის სრულმასშტაბიან რეკონსტრუქციას. სადგური 1937 წელს განადგურდა ჩინეთის და იაპონიის ომში.
ისტორიული შენობა ახალი პროექტის შესასვლელი იქნება, მის გვერდზე კი მზის პანელები განთავსდება. როგორც არქიტექტორები ამბობენ, შენობის დიზაინი ქალაქ ძიასინის (Jiaxing) სავიზიტო ბარათი გახდება. “ჩინეთის სარკინიგზო სადგურები სიდიდეში თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან, ქალაქის ცენტრში დგანან და უმეტესად გარშემორტყმულნი არიან ქალაქის მთავარი ქუჩებით, თითქოს სასახლეები არიან” – ამბობს MAD-ის დამაარსებელი მა იასონი. “გრანდიოზული და მონუმენტალისტური არქიტექტურისკენ სწრაფვის ნაცვლად, შესაძლებელია თუ არა ურბანული სარკინიგზო სადგურების შექმნა პატარა მასშტაბებით? იქნება თუ არა ეს ეფექტური?”. ძველი რკინიგზის სადგურის სიმძლავრეც შესაბამისად განახლდება ახალი კონცეფციის მიხედვით და ხუთის ნაცვლად ნაცვლად მას 6 სარკინიგზო ხაზი ექნება, რომლებიც წელიწადში 5.28 მილიონ ადამიანს მოემსახურება. პროექტში მიწისქვეშა გზები ასევე დაუკავშირდებიან ტრამვაის და მეტროს. სადგურის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და მისი დასულება 2021 წელს იგეგმება.