in

“Maxalto” – იტალიური ავეჯის ლეგენდა

”Maxalto” ცნობილი იტალიური  ბრენდია, რომლის ისტორია 1975 წლიდან იწყება  და რომელიც იტალიური დიზაინის ღირშესანიშნაობადაა აღიარებული. ბრენდი დღესაც წამყვან პოზიციას იკავებს ავეჯის ინდუსტრიაში.

არქიტექტორებმა აფრა და ტობია სკარპამ (Afra & Tobia Scarpa), პიერო ამბროჯიო ბუსნელისთან (Piero Ambrogio Busnelli) კოლაბორაციით დაარსეს ახალი ბრენდი, რომელიც ძვირადღირებულ ავეჯს შექმნიდა. ავეჯის წარმოება შესაძლებელი გახდა ბუნებრივი მასალებითა და კომპონენტების შერჩევით. სახელწოდება  “Maxalto” ვენეციური “Massa alto”-დან შეარჩიეს, რომელიც საუკეთესოს, უმაღლეს ხარისხს ნიშნავს. 

წარმოების თვალსაზრისით, “Maxalto-ს” იდეა წინააღმდეგობაში მოდიოდა  მიღებულ სტანდარტებთან. იმ პერიოდში ავეჯი მთელ მსოფლიოში ხელოვნური მასალებით და პლასტმასით იწარმოებოდა. ბუნებრივი მასალების გამოყენება გაბედული გადაწყვეტილება იყო. ამასთან, ეს მეთოდი ეწინააღმდეგებოდა სკანდინავიური დიზაინის “ორგანულ” მიმდევრობას. თუმცა, ბრენდის ხედვამ ისტორიაზე იმოქმედა.  ნათქვამია, რომ “როდესაც წარმოება და ოსტატობა ერთმანეთს ხვდება, წარმატების ისტორია იქმნება.”

თავდაპირველად, ბრენდის მიერ შეიქმნა კოლექცია  სახელწოდებით “აფრიკა,” რომელმაც  გარდატეხა მოახდინა ავეჯის ინდუსტრიაში. ხის მასალის და ტყავის დეტალებით შექმნილი სკამი და რბილი ავეჯი დღესაც აღფრთოვანებას იწვევს ნებისმიერ ადამიანში. დახვეწილი სტილის და ტექნოლოგიების დახმარებით შესაძლებელი გახდა კომფორტული და ამავე დროს, თანამედროვე  სტილის შექმნა.

წლების მანძილზე “Maxalto”-ს ნამუშევრები, რომელიც ომის შემდეგი პერიოდის ფრანგული სტილის შთაგონება გახდა, ყოველთვის პოულობდა ახალ და თანამედროვე ინტერპრეტაციის გზას.

დიზაინერის პროექტები დაფუძნებულია პროპორციებზე, ძვირფას მასალებსა და დეტალებზე ორიენტირებაზე. ბრენდი გამორჩეულია ცალკეული, თითქოს იმპროვიზირებული ნაჭრების საოცარი სინთეზით და მისი  წარმატება წარსულისა და აწმყოს დაბალანსებულმა შერწყმამ განაპირობა. ეს არის კლასიკური და ამავე დროს თანამედროვე ავეჯი, რომელშიც გამოყენებულია სრულიად გამორჩეული მასალა. 

მრუდის ფორმის სახლი პორტუგალიაში

მტვერსასრუტის ტიპები – რომელია ჩვენთვის შესაფერისი ვარიანტი