მდგრადი მშენებლობა თანამედროვე სამშენებლო სექტორის მთავარი მიმართულებაა, რომელსაც უდიდესი უპირატესობა ენიჭება. მდგრადი მშენებლობა ევროპული სტანდარტის აუცილებელი მოთხოვნაა, რომელსაც მაღალი კვალიფიკაციისა და ხარისხის ნებისმიერი დეველოპერული კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს, განსაკუთრებით თუ საქმე საცხოვრებელ კომპლექსებს ეხება. მდგრადი განვითარება გულისხმობს ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც, გარდა იმისა, რომ ფუნქციურად გამართული და ესთეტიკურად მომხიბვლელია, სიჯანსაღითაც გამოირჩევა, გარემოზე მინიმალურ ზეგავლენას ახდენს და ენერგოეფექტური სივრცის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რაც რესურსების ეფექტური გამოყენებით მიიღწევა. დღევანდელ სტატიაში სწორედ მდგრადი მშენებლობის უპირატესობებზე გავამახვილებთ ყურადღებას და იმ სარგებელზე გავაკეთებთ აქცენტს, რომელსაც ამგვარი მიდგომა საცხოვრებელ კომპლექსში იძლევა.
შენობის ენერგოეფექტურობა — მდგრადი მშენებლობა, რომელიც მომავლის არქიტექტურაზეა ორიენტირებული, ყველა იმ კომპონენტს ითვალისწინებს, რომელიც ამოწურვადი რესურსების ეფექტური გამოყენებისთვის და ალტერნატიული მეთოდების მოსაძებნად არის საჭირო. კერძოდ, ამგვარ პროექტებში გამოყენებულია სპეციალური ენერგოეფექტური მასალები, რომლებიც გათბობის, გაგრილებისა და განათების ენერგიის მინიმალურ მოხმარებას განაპირობებს. ამავდროულად კი მზის ენერგიის გამოყენებასაც უწყობს ხელს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზიანს და კომუნალური ხარჯების შემცირებას იწვევს.
გარემოზე მინიმალური ზემოქმედება და ჯანსაღი საცხოვრებელი — გარდა იმისა, რომ მდგრადი მშენებლობა ბუნებრივი რესურსების დაზოგვას უწყობს ხელს, მაქსიმალურად მცირდება მავნე ნივთიერებებისა და აირების გარემოში გამოყოფა. ასევე, მშენებლობისას უმეტესად განახლებადი ან გადამუშავებული მასალები გამოიყენება, რაც სამშენებლო რესურსის დაზოგვას უწყობს ხელს. თავად შიდა სივრცეში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბუნებრივი მასალების მოხმარებას და მაღალი ხარისხის სისტემების დანერგვას, რაც ეფექტურ ვენტილაციასა და იზოლაციას უზრუნველყოფს. ყოველივე ამის გამო იქმნება გარემოსა და მაცხოვრებლების ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ჯანსაღი სივრცე, რომელშიც სასიამოვნო მიკროკლიმატი და ხელსაყრელი საცხოვრებელი პირობებია შექმნილი.
ეკონომიკური სარგებელი — თანამედროვე სამყაროში მდგრადი მშენებლობის კიდევ ერთი უპირატესობა ის ეკონომიკური სარგებელია, რომელსაც ამგვარი ტიპის კომპლექსი მაცხოვრებლებს სთავაზობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ენერგოეფექტური მასალების გამოყენება, ეფექტური სავენტილაციო და საიზოლაციო სისტემა მნიშვნელოვნად ამცირებს კომუნალურ ხარჯებს. ამასთანავე, ზოგიერთ შემთხვევაში მაცხოვრებლებს გადასახადებისგან ათავისუფლებს კიდეც. მაგალითად, საცხოვრებელ კორპუსებში დამონტაჟებული მზის პანელები უფასო ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ასევე, მდგრადი მშენებლობა შენობის ღირებულების ზრდასაც განაპირობებს, რადგან ასეთ საცხოვრებლებზე მოთხოვნა მზარდია, რაც მობინადრეებისთვის მომგებიანი ინვესტიციის შესაძლებლობას იძლევა.
კომფორტული საცხოვრებელი გარემო — ზემოთჩამოთვლილი ფაქტორები ხელს უწყობს კომფორტული საცხოვრებელი, დასასვენებელი თუ სამუშაო სივრცის ჩამოყალიბებას, რომელიც უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს და დაცულ სივრცეს ქმნის. ეს კი დადებითად ზემოქმედებს ადამიანის როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე (რადგან როგორც შიდა, ისე გარე სივრცეში მცირდება მავნე ნივთიერებების, ობის, ნესტისა თუ სხვა უარყოფითი ასპექტების წარმოქმნის საფრთხე), ისე მენტალურ და მატერიალურ მდგომარეობაზე. ამასთან ერთად, ევროპული სტანდარტის მდგრად მშენებლობაში გათვალისწინებულია ადგილობრივი კლიმატური პირობები და ლანდშაფტი, რის გამოც შენობის არქიტექტურა ჰარმონიულად ერწყმის მიდამოს და ორგანულად უკავშირდება ლანდშაფტს, რაც უსახო, შეუსაბამო ნაგებობების გაჩენას ამცირებს.
ქართულ სამშენებლო ბაზარზეც დღითიდღე იზრდება მდგრადი მშენებლობის მიმართ მოთხოვნა. დეველოპერული კომპანიები ცდილობენ ევროპული სტანდარტის მქონე, ენერგოეფექტური, უსაფრთხო და ჯანსაღი ნაგებობების აგებას. ამ მხრივ დღესდღეობით ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს პრემიუმ-კლასის კომპლექსი — „ნამაი ვაკე“, რომელიც ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარეობს და ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პროექტია. გარდა იმისა, რომ საცხოვრებელი კომპლექსი დახვეწილი არქიტექტურით, ლანდშაფტთან ჰარმონიული სინთეზით, მაღალი ხარისხით, სრულად გამართული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა, შენობა ქართულ ბაზარზე პირველია, რომელმაც ენერგოეფექტურობის A კლასის ხარისხი მოიპოვა, რაც ენერგოეფექტურობისთვის ყველა საჭირო კრიტერიუმის დაკმაყოფილებას გულისხმობს და ხელს უწყობს ჯანსაღი, მდგრადი და მომავალზე ორიენტირებული გარემოს განვითარებას.