in

მდიდრული სახლი ამსტერდამში

Banner M2
Banner M2

ეს ახლად გარემონტებული ისტორიული სახლი, რომელიც ოთხ სართულს მოიცავს, ამსტერდამში მდებარეობს. საცხოვრებელი უმაღლესი ფუფუნების თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს.

კუთხის ბინა, რომელსაც ფანჯრები სამი მხრიდან აქვს განთავსებული, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი განათებით სარგებლობს.

სახლს აქვს 4 საძინებელი და 2 მისაღები ოთახი. თითოეული მათგანი მაღალი ხარისხის მასალებითა და ვინტაჟური ნივთებით არის გაფორმებული.

კომფორტული მისაღები ოთახი ქალაქური სახლის მეორე სართულზე მდებარეობს. ოთახი შეღებილია ღია ნაცრისფერ ელფერში და ნეიტრალური ტონების მქონე ულამაზესი ნივთებით არის გაფორმებული.

მესამე სართულზე შეხვდებით გრანდიოზულ, ღია დაგეგმარების სამზარეულოსა და სასადილო ოთახს. შეკვეთით დამზადებული სამზარეულოს ავეჯი მოიცავს იტალიურ მარმარილოს, რომელიც კუნძულის სამუშაო ზედაპირისთვის გამოიყენება. სივრცეს ულამაზესი ხის იატაკი ამშვენებს. ამ ოთახიდან მოხვდებით ფრანგულ აივანზე, საიდანაც იშლება საუცხოო ხედი ამსტერდამის არხზე, რომელსაც “Lauriergracht” ეწოდება.

 

სახლს აქვს ფართო სასადილო სივრცე რვა ადამიანის გასამასპინძლებლად საკმარისად დიდი მაგიდით, რომელიც ლამაზ ვინტაჟურ ხალიჩაზეა მოთავსებული.

ოთხივე საძინებელი რბილ, ნეიტრალურ ფერებშია გაფორმებული და თითოეული საკუთარი აბაზანით არის აღჭურვილი.

“თიბისი ლიზინგი”-ის ახალი პროექტი – კომერციული უძრავი ქონების ლიზინგი

ინდივიდუალიზმი როგორც დიზაინის მთავარი ფილოსოფია – ინტერვიუ მაია ადამიასთან