in

ვილა ბრაზილიაში – Solange Cálio Arquitetos-ს ნამუშევარი

Alliance Group
Alliance Group

თანამედროვე არქიტექტურა სწორხაზოვანი სტრუქტურით, დიდი ეზოებითა და ბუნებრივ განათებაზე გაკეთებული აქცენტებით უზრუნველყოფს კომფორტულ და ვენტილირებულ სივრცეს ოჯახური ცხოვრებისთვის. ეს იყო მთავარი შთაგონება არქიტექტორებისთვის, რომლებიც ბრაზილიაში მდებარე 653 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე სახლის პროექტზე მუშაობდნენ. სახლი არაჩატუბაში მდებარეობს, სან პაულოში.

დიზაინის საბაზისო პრინციპი იყო პრაქტიკული და ფუნქციონალური საცხოვრებლის შექმნა, რომელიც სიმყუდროვით გამოირჩეოდა და ინტეგრირდებოდა ბაღთან და აუზთან. ამ შემთხვევაში კი მთელი პირველი სართული საცხოვრებელ ზონად გარდაიქმნა.

იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი ორ სართულზეა განაწილებული, ერთ-ერთი მათგანი უშუალოდ სოციალური მიზნებისთვის გამოიყო, რათა ინტერიერი მკაფიო ურთიერთობაში ყოფილიყო გარე სივრცესთან და ბუნებასთან.

სახლი აერთიანებს ფუნქციურ სივრცეებს, პრიორიტეტები კარგად არის განსაზღვრული და ორიენტირებულია ღია ოთახებსა და ლანდშაფტის მაქსიმალურად ათვისებაზე.

მეპატრონეების მოთხოვნით, პირველ სართულზე განთავსდა მისაღები ოთახი, სასადილო ზონები, აივანი, აუზი და სხვადასხვა გასართობი თუ დასასვენებელი ოთახი. აქვეა სამზარეულო, სამრეცხაო და ავტოფარეხიც.

ზედა სართულზე ვხვდებით სამ საძინებელს და ერთ კაბინეტს, რომელიც კარის დაკეტვის შემთხვევაში სასტუმრო ოთახად გარდაიქმნება.

პროექტი ითვალისწინებს ჯვარედინი ვენტილაციის სისტემას, რაც იძლევა ენერგიის დაბალი მოხმარებისა და თერმული კომფორტის საშუალებას. სპეციალური მოწყობილობების დახმარებით კონტროლდება მზის სიხშირეც, რაც ინტერიერში სასიამოვნო კლიმატს ქმნის. ბუნებრივი განათების გარდა, უზრუნველყოფილია ხელოვნური განათებაც, რომელიც ბრაზილიის კლიმატის გათვალისწინებით შეიქმნა.

არქიტექტურული სტუდია: Solange Cálio Arquitetos

ფოტოები: Denilson Machado – MCA Estúdio

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

როგორ აღვადგინოთ დაზიანებული პარკეტი სახლის პირობებში? – 3 მარტივი მეთოდი

რიკენ იამამოტო – ვინ არის 2024  წლის “პრიცკერის პრემიის” მფლობელი არქიტექტორი?