ამ ლონდონური, ვიქტორიანული სახლის ცენტრალური ელემენტი იყო ბაღი, რომელიც სახლის ახალი მფლობელებისთვის იმდენად ძვირფასი აღმოჩნდა, რომ რენოვაციისას პროექტი სრულიად მის გარშემო დაგეგმეს. სახლი ახალგაზრდა წყვილს ეკუთვნის, რომლებიც მებაღეობით არიან გატაცებულნი და ეს ჰობი პროფესიადაც აქვთ ქცეული.
აქედან გამომდინარე, მათთვის მნიშვნელოვანი იყო ამ შიდა ბაღის არსებობა. სახლში გაერთიანებულია სამზარეულო და სასადილო ოთახები, სადაც მუხის ხის დამუშავებული პანელებით გაწყობილი ინტერიერი აუცილებლად გამოიწვევს თქვენს აღტაცებას. სწორედ აქედან მინის სასრიალო კარით შესაძლებელია ბაღში გასვლა, რომელიც სახლის სტრუქტურულ ელემენტებთან იმდენადაა იდილიაში, რომ ვერც კი მიხვდებით, ინტერიერს სცდებით თუ არა.
სახლის სახურავის მასლაად ძირითადად მინაა გამოყენებული, ამიტომ შენობიდან ცის დანახვაა შესაძლებელი. ამ გადაწყვეტის საშუალებით სახლში უხვად შემოდის ბუნებრივი სინათლე და განიავებაც უზრუნველყოფილია.
სამზარეულოდან გავდივართ კაბინეტსა და მისაღებ ოთახში, სადაც იატაკი მოყავისფრო-მოყვითალო მუხის ხის პარკეტითაა შეფენილი, კედლები კი – თეთრი ფილებით. ჭერში გაჭრილ მინის ვიტრაჟებთან და მცენარეულ საფართან ერთად ინტერიერის ამგვარი გადაწყვეტა სახლში ჰარმონიასა და სრულ იდილიას ქმნის.
ფოტოგრაფი: Ollie Hammick