in

ისტორია “Meissen”-ის თეთრი მაგიის შესახებ

მეისენის საწარმოში თიხის ფაიფურად გადაქცევის საოცარ პროცესს მხატვრების მთელი ჯგუფი კურირებს. დამკვიდრებული კლასიკის პარალელურად ბრენდი ავანგარდულ კოლექციებსაც უშვებს.

კოლექცია “Antarctica”

ფაიფურის საყვარელი ფინჯნის ფსკერზე გადაჯვარედინებული კობალტისფერი ხმლების დანახვისთანავე ძნელია ევროპული ფაიფურის სამშობლო მეისენში წასვლის ცდუნებას გაუძლო. აქ მეისენის დამღით დანიშნული სრული საგანძურის ერთიანად ნახვის საშუალება მოგეცემათ. ჭურჭელზე დატანილი ეს სიმბოლო, გადაჭარბების გარეშე ნიშნავს, რომ ხელში ხელოვნების ნამდვილი ნიმუში გიჭირავთ. ეს საოცრება საუკეთესო გერმანელი ოსტატების ხელით არის გამოძერწილი და მოხატული.

ფაბრიკის არქივი ევროპაში, სადაც 700 000 – ზე მეტი ფორმაა დაცული

1710 წელს მეისენში, ალბეხტსბურგის სასახლეში გახსნილ ფაბრიკაში, ევროპის უდიდესი არქივია გახსნილი, სადაც შვიდასი ათასი ფორმა და დიდი ფოლიანტია, აქ აქამდე არსებული და მოგონილი ყველა მოდელისა და ფიგურის რეცეპტია აღწერილი. ამის წყალობით ნებისმიერი მოდელის თავიდან შექმნა და განმეორებაა შესაძლებელი.

ფაბრიკის ასაკი სამას წელზე მეტს ითვლის. ყოველწლიურად კოლექცია ახალი ფიგურებითა და ჭურჭლის ნაკრებებით ივსება, თუმცა არც კლასიკის გამოცემა წყდება. პირველ რიგში, ესენია: „Meissen“-ის ყველაზე ცნობილი, 1939 წელს გამოშვებული ე.წ. „ხახვის“ და „გედის“ ნაკრებები, სადაც თეფშების რელიეფი წყლის წრიულ ტალღებს წააგავს. ყველა ნაკეთობა გრაციოზული ფრინველების მოხდენილი სილუეტებითაა მორთული. როგორც ცნობილია, რომ ეს ჭურჭელი საქსონიის პრემიერ მინისტრმა გრაფ ჰენრიხ ფონ ბრიულემ დაუკვეთა (ის დიდი ხნის განმავლობაში მეისენის წარმოების მმართველი იყო). ახალი კოლექციების შექმნისთვის პროგრესული ახალგაზრდობისა და თანამედროვე მხატვრების მოზიდვა ხდებოდა.

 “გედები”

ბოლო ჰიტებს შორის პინგვინის ფორმის ფაიფურის დოქებისგან შემდგარი იაპონური კოლექცია „Antarctica“- ია, ასევე მეისენის „შემოქმედებითი” განყოფილების ხელმძღვანელის ოტტო დრეგსლერის შექმნილი კედლის თეფშები „სახეები“ და ამერიკელი მხატვრის, კრის ანტემანის ხაზი „Antemann Dreams“, რომელიც როკოკოს სტილში შესრულებული სამეფო კარის სხვადასხვა სცენის ინტერპრეტაციაა.

კოლექცია “სახეები”

ფაბრიკაში ყველა პროცესი ხელით ხდება. გრძელ კორიდორებში საღებავის მძაფრი სუნი დგას. ყველა ოსტატი სამწლიან მოსამზადებელ კურსს გადის. ფაიფურის მასასთან შეხება მათ უკეთეს შემთხვევაში სწავლის მესამე წლიდან შეუძლიათ. მეისენის ფაიფურის შემადგენლობაში დაახლოებით 65% კაოლინია, რომელსაც აქვე, 15 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქ ზეილიცში მოიპოვებენ. კაოლინის სამთო მომპოვებელ საწარმოში სულ ორი ადამიანი მუშაობს, რომელთა სურათები ფაბრიკის ყველა ბროშურაზეა დაბეჭდილი. თვით ოსტატების სახეებიც და სახელებიც ცნობილია. თითოეულს ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი აქვს, რომელიც ნაკეთობაზე დაიტანება.

მეისენი საღებავების 10 000 -ზე მეტ რეცეპტურას იყენებს

მეისენის საუკეთესო ნაკეთობებით სერვირებული მაგიდის ცქერისას ხვდები, რატომ არის ფუნჯის მოძრაობა ჯადოსნური ჯოხის აქნევასთან გაიგივებული. მნახველს მყისიერად საქსონიის მეფის, ავგუსტ „ძლიერის“ მსგავსად ფაიფურის კოლექციის შეგროვების ძლიერი სურვილი გიჩნდება.

მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებული სახლი თანამედროვე დიზაინით

ეკლექტური ბინა ორიგინალური ხელოვნების ნიმუშებით